Archive for October 1st, 2009
ტვინის საღეჭი რეზინი
დღეს დილას სამსახურში მოვედი და ჩაის დალევის მაგივრად ამ ამოცანის ამოხსნაზე ფიქრი მომიწია. ჩემი თანამშრომელი უკირკიტებდა, გუშინ ღამე ორი საათი ვფიქრობდი და პასუხი ვერ ვიპოვეო, ჰოდა ჩვენც შემოვრჩით. პირობა ასეთია:
ტაბლოზე არ მუშაობს ერთი პიქსელი. გაასწორეთ ეს პიქსელი ისე, რომ ტოლობა აღდგეს!
მთელი განყოფილება რომ შეიკრიბა 15 წუთში და მონიტორის გარშემო ათმა კაცმა ამ ამოცანაზე რომ დაიწყო ბჭობა, ერთ–ერთმა ჩვენგანმა, როგორც იქნა პასუხი შობა, რომ არ გამოეცნო, მთელი დღის განმავლობაში, ალბათ, მუცლის გვრემა მომკლავდა…

