ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for October 7th, 2009

არც–თუ უაზრო წამოწყება

with 15 comments

aaaa

ჩემი დღის სამუშაო გრაფიკი მრავალ რაღაცას მოიცავს, მათ შორის ჩემთვის საინტერესო ბლოგების დათვალიერებასაც. დღეს ერთ–ერთ ასეთ ბლოგზე წავაწყდი პოსტს სათაურით: И вовсе не “тупая фигня”, რომლის თავშიც თავს იწონებდა ქართული ასო “ა”. ამონარიდი ბლოგიდან:

У меня предложение. А давайте выучим грузинский алфавит? В смысле, мхедрули (там еще два есть, но они больше не используются). В день по посту — через меcяц будем читать. Для любопытствующих ссылка — на матчасть (.doc).

დღეს კიდევ ორი ასო დაუმატებიათ და თუ ასე გაგრძელდა ახდება ცხონებული კლოდ ელვუდ შენონის სიტყვები: The enemy knows the system. ნუ რა არის ახლა ეს, რა წესია?! ერთმანეთისთვის ორი სიტყვა ვერ გვითქვამს რუსულენოვან ფორუმებზე, ჩვენი სიტყვების ჭეშმარიტ მნიშვნელობას გაშიფრავენ და ინფორმაციულ ომშიც დავმარცხდებით. აქამდე “ოლბანურს” რომ სწავლობდნენ უკვე ისწავლეს, ახლა ქართულზე რომ გადმოვიდნენ?!

ჰოდა, მე მაქვს იდეა! არ ჩამოვრჩეთ ჩვენს ჩრდილოელ “ძმებს” და ჩვენც ვისწავლოთ მათი ანბანი. დღევანდელ პოსტში წარმოგიდგენთ მათ პირველ ასოს (იხილეთ ზემოთ), რომელიც გაგიკვირდებათ და ისევე გამოითქმის, როგორც ჩვენი პირველი ხმოვანი – “ა”.

Written by linguistuss

October 7, 2009 at 12:56 am

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 119 other followers