ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

არც–თუ უაზრო წამოწყება

with 15 comments

aaaa

ჩემი დღის სამუშაო გრაფიკი მრავალ რაღაცას მოიცავს, მათ შორის ჩემთვის საინტერესო ბლოგების დათვალიერებასაც. დღეს ერთ–ერთ ასეთ ბლოგზე წავაწყდი პოსტს სათაურით: И вовсе не “тупая фигня”, რომლის თავშიც თავს იწონებდა ქართული ასო “ა”. ამონარიდი ბლოგიდან:

У меня предложение. А давайте выучим грузинский алфавит? В смысле, мхедрули (там еще два есть, но они больше не используются). В день по посту — через меcяц будем читать. Для любопытствующих ссылка — на матчасть (.doc).

დღეს კიდევ ორი ასო დაუმატებიათ და თუ ასე გაგრძელდა ახდება ცხონებული კლოდ ელვუდ შენონის სიტყვები: The enemy knows the system. ნუ რა არის ახლა ეს, რა წესია?! ერთმანეთისთვის ორი სიტყვა ვერ გვითქვამს რუსულენოვან ფორუმებზე, ჩვენი სიტყვების ჭეშმარიტ მნიშვნელობას გაშიფრავენ და ინფორმაციულ ომშიც დავმარცხდებით. აქამდე “ოლბანურს” რომ სწავლობდნენ უკვე ისწავლეს, ახლა ქართულზე რომ გადმოვიდნენ?!

ჰოდა, მე მაქვს იდეა! არ ჩამოვრჩეთ ჩვენს ჩრდილოელ “ძმებს” და ჩვენც ვისწავლოთ მათი ანბანი. დღევანდელ პოსტში წარმოგიდგენთ მათ პირველ ასოს (იხილეთ ზემოთ), რომელიც გაგიკვირდებათ და ისევე გამოითქმის, როგორც ჩვენი პირველი ხმოვანი – “ა”.

Written by linguistuss

October 7, 2009 at 12:56 am

15 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ჩვენ ნიჭიერი ერი ვართ. დღეში ორ–ორსაც ავითვისებთ.

    akunina

    October 7, 2009 at 1:06 am

  2. ისე, извините, მარა 2 ახალი ასო ჰქონიათ:

    akunina

    October 7, 2009 at 1:34 am

    • კომენტებში სურათს როგორ დებ??

      dentist

      October 8, 2009 at 1:12 am

  3. სხვა ყველაფერში დაგვამარცხა რუსეთმა და დიდი ამბავი ინფორმაციულ ომს თუ ვერ მობუგებთ.

    Pegi

    October 7, 2009 at 8:53 am

  4. ისე ლინგვისტუს მე თუ არ ვცდები მაგათ მასეთი პატარაც უნდა ქონდეთ.(wasntme)

    ნინო

    October 7, 2009 at 11:46 am

  5. და ასე რო არ იწვალონ და არ შიფრონ ყოველი სიტყვა,დავიჯერო ასე ძნელად ხელმისაწვდომია ჩვენი ანბანი ამ “სწავლას მოწყურებული” ახალგაზრდებისთვის?

    qristine

    October 7, 2009 at 10:05 pm

  6. კაით რაა :)) ჯერ , ქართულს არავინ სწავლობსო, ძნელიაოო, პატარა ერი ვართ ვის რად უნდაოო…მოკლედ…ახლა დაიწყეს სწავლა და რატომოო? :D შარო საიდან მოდიხარ რა.. მე მომხრე ვარ ქართული ისწავლონ, მერე ენა რომ შეუყვარდებათ ხალხიც შეუყვარდებათ და ასე ნელ-ნელა…

    მე მაგალითად ვერ ვისწავლი რუმინელების ენას, არ მევასებიან და იმიტომ… ჰოდა ვაცალოთ

    ისე ეს მომეწონა მაგრად :D

    В 19 веке было модно учить французский — напали французы. В начале 20–го все учили немецкий — немцы напали. Сейчас все английский учат.
    Написал იანგელ, 06.10.2009 в 10.22 что он написал? .

    ჰოდა ელოდონ აშუშუს :D

    mobi_diki

    October 8, 2009 at 1:04 am

  7. უჰ, აგაშენათ ღმერთმა, რამდენი ხანია რუსულ ასოებს ვეძებდი შესასწავად და ბოლოს და ბოლოს ამიხდა ნატვრა, იმედია, არ შეჩერდებით და ბოლომდე მიიყვანთ დაწყებულსაქმეს!

    joli

    October 8, 2009 at 12:14 pm

  8. მართლა პრობლემაა, ახალი თაობა რუსულს არაფრით არ სწავლობს. არ მესმის ურაპატრიოტული მიზეზები..
    აგერ რუსებს რაღაც სხვა სტრატეგია აქვთ, როგორ ჩანს :))

    keti

    October 8, 2009 at 8:45 pm

    • არც მე მესმის ეს ფსევდო პატრიოტული გამოხტომები. რაც რუსულია, ყველაფერს დავიწყების ფერფლი უნდა მივაყაროთ? ამ ხალხმა ვერ გაიგო, რომ რუსეთი მარტო პუტინი და მედვედევი არ არის. ბოლოს და ბოლოს “მტრის” ენა ხომ მაინც უნდა ვიცოდეთ? საქართველოში რუსულ რეპორტაჟებს უკვე ქართულად თარგმნიან. არასწორი მიდგომაა, ჩემის აზრით.

      Pegi

      October 9, 2009 at 9:05 am

  9. სანამ ეგენი ბოლოში გავლენ და მერე სიტყვების მნიშვნელობას აითვისებენ ან ვირი მოკვდება და ან ვირის პატრონი :))

    fiqro

    October 10, 2009 at 12:27 pm

    • გეთანხმები :)))
      და კიდევ ერთი: რუსებს არ ვუთხრათ, რომ ჩვენი სალაპარაკო ენა ნახევარი რუსულია (მყარი გადმონაშთები) და ნახევარი ამერიკული (მოდა), თორემ სასწავლიც არაფერი დარჩებათ :)))

      zurriuss

      October 10, 2009 at 8:40 pm

  10. ჯერ მარტო 7 ბრუნვას სანამ ისწავლიან :))

    fiqro

    October 11, 2009 at 1:29 pm

  11. lol.

    ანდა რა მაცინებს. მეც სასწავლი მაქ: ასო–ასო :D

    dixtosa

    October 15, 2009 at 6:24 pm

  12. მერე ჩინურის სწავლაზე რო გადავიდნენ… O_o

    chiqo

    October 19, 2009 at 2:33 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 65 other followers