ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

უტრაკო მეტრაკეები

with 14 comments

culers

ამათი უტრაკო მეტრაკე დედა ვატირე მე
უცნობი იუზერი

თანამედროვე ესპანეთი ორ მტრულ ბანაკად იყოფა. ერთ ნაწილს დედიკოს ბიჭები, ანუ “მერენგეს”–ები შეადგენენ, მეორე ნაწილს კი – “კიულეს”–ები. დიახ, თქვენ სწორად მიხვდით, სწორად ასე ამკობენ ერთმანეთს “რეალისა” და “ბარსელონას” გულშემატკივრები. “რეალის” ქომაგებს დედიკოს ბიჭებს რატომ ეძახიან ჩემთვის უცნობია, არც თავი მომიკლავს ძებნით, თუმცა “ბარსელონას” შემთხვევა განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს, ამიტომაც აღნიშვნის ღირსიც არის.

1909 წელს ბარსას ფანებს პირველად ეღირსათ საკუთარი სტადიონი, რომელსაც Carrer Indústria ერქვა. 1922 წელს ისინი უფრო სოლიდურ Les Corts–ზე გადავიდნენ, სადაც 1957 წლამდე ასპარეზობდნენ, რის შემდეგაც Camp Nou–ს ბალახს თელავენ. წინა ორ სტადიონზე ტრიბუნები სურათზე წარმოდგენილი ღობეების მსგავსი იყო, სადაც ბოლო რიგში მსხდომთ საჯდომები ღობეზე ჰქონდათ ჩამოდებული. სწორად იმ დროს შეერქვათ ბარსას ფანებს “კიულეს”–ები, ანუ სიტყვასიტყვით ტრაკიანები, ან მეტრაკეები.

“კიულეს”–ებთან დაკავშირებით არ შეიძლება, რომ ფრანსუა ვიიონის ლექსი არ გავიხსენოთ,  სადაც ენაკვიმატმა ავაზაკმა და დიდმა ფრანგმა პოეტმა “cul”–ისა და “col”-ის (ტრაკის და კისრის) შეპირისპირების ფონზე საკუთარი ცხოვრების უკანასკნელი წუთები აღწერა:

Je suis François, dont il me poise
Né de Paris emprès Pontoise
Et de la corde d’une toise
Saura mon col que mon cul poise

დავით წერედიანის თარგმანში ეს სტროფი ასე ჟღერს:

“მე ვარ ფრანსუა, ჭირს ველი,
ჩემი მზე მალე ჩავა.
ხვალე შეიტყობს კისერი
რასაც იწონის გავა.”

მიუხედავად იმისა, რომ წერედიანის ქართული თარგმანი უზადოდ არის შესრულებული, მაინც მგონია, რომ არ უხდება თავზეხელაღებული მაწანწალის, ფრანსუა ვიიონის ლექსიკას სიტყვა “გავა”, სიმკვეთრე და სიღრმე ეკარგება ნათქვამს, ამიტომაც თუკი ვინმე ბარსას ფანების ზედწოდების თარგმნას დააპირებთ, ნუ შეეცდებით ევფემიზმების საშუალებით ფონს გასვლას. არ მოუხდებათ აგრესიულ კატალონიელებს მესაჯდომეები და მეუკანალეები. ბარსას მოძულე რეალის ქომაგებმა კი მათ შეგიძლიათ “უტრაკო მეტრაკეები” უწოდოთ!

14 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. რეალი და ბარსელონა რომ ერთმანეთს ‘მტრობს’ ვიცი, მაგრამ ბარსას [უფრო სწორედ, გულშემატკივრებს] თუ ასე ეძახდნენ არ ვიცოდი :D

    ჩემი ბავშვობის სიყვარული კი მაინც რეალია :))

    Natalia

    October 8, 2009 at 5:30 pm

  2. ერთი ესპანელი მეგობარი მყავს, ბარსელონაში ცხოვრობს და რომ ჰკითხავს ვინმე, რა ეროვნებისა ხარო, პასუხობს: კატალონიელიო, არაფრით არ აღიარებს, რომ ესპანელია. ყოველივე ამის მერე გასაკვირი არ არის, რატომ შეარქვეს “რეალისა” და “ბარსელონას” გულშემატკივრებმა ერთმანეტს ასეთი სახელები.
    რაც სეეხება Francois Viillon-ის ლექსის Tარგმანს, უზადოს ნამდვილად ვერ ვუწოდებ, ვინც ფრანგული იცის, ალბატ ყველა დამეთანხმება ამაში.

    Pegi

    October 8, 2009 at 7:23 pm

    • მე ვიცი ფრანგული და არ გეთანხმები. პოეზიის თარგმნის დროს მთავარი სიზუსტე არ არის. მთავარია თარგმანის მუსიკალობა და პოეტური სისადავე. ერთიც აქვს წერედიანის თარგმანს და მეორეც!

      linguistuss

      October 8, 2009 at 7:52 pm

      • გეთანხმები, პოეზიის თარგმნის დროს მუსიკალობა და პოეტური სისადავე აუცილებელი კრიტერიუმებია, მაგრამ როცა შინაარსი ირღვევა, იმის გამო, რომ რითმა არ დაიკარგოს, ამ კრიტერიუმებს წონა აღარ აქვთ. პოეზიის მკაცრი სიზუსტით თარგმნა, შეუძლებელია, მაგრამ საკუთარი სახელები არასოდეს არ უნდა ამოვარდეს კონტექსტიდან, როგორიცაა Paris და Pontoise.

        Pegi

        October 8, 2009 at 8:58 pm

  3. ფრანსუა ვარ, გაიხარეთ,
    ყაჩაღს ყულფი მელის რაკი,
    მალე იგრძნობს ჩემი ყელი,
    რას იწონის თურმე ტრაკი.

    Koba

    October 8, 2009 at 8:44 pm

    • ეს თარგმანი უკეთესია

      Pegi

      October 8, 2009 at 8:59 pm

  4. აუუ, თუ გაგიგდეს ფეხქვეშ ბარსას ფანებმა, მერე ნახავ რა უნდა უწოდო კატალონიურ კლუბს :))))))))))))

    salominka

    October 9, 2009 at 5:03 am

  5. უტრაკო რა შუაშია?? უტრაკო მეტრაკეს არავინ უძახის ბარსას ფანებს… ეჭვი მეპარება საერთოდ ესპანეთში სიტყვა ტრაკი იმ მნიშვნელობით იხმარებოდეს, რასაც ხშირ შემთხვევაში ქართველები ხმარობენ(გამბედაობა), შესაბამისად უტრაკოს მნიშნველობასაც ვერ გაიგებენ ამ შემთხვევაში… თუ პირადად უარყოფითად ხარ განწყობილი ბარსას მიმართ ეგ დაგეწერა :) თორე უტრაკოს და ზედმეტების გარეშე ჭეშმარიტ კატალონელ ფანს რომ ტრაკი დაუძახო მადლობას გეტყვის კომპლიმენტისთვის :)

    T_B

    October 9, 2009 at 9:12 am

  6. ხალხნო დაეშვით მიწაზე და გახდით “რეალისტები” :)

    ჭანო

    October 9, 2009 at 1:14 pm

  7. ჭანო

    “ხალხნო დაეშვით მიწაზე და გახდით “რეალისტები” :) ” და თქვენ ვეღარ ეღირსებით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს, დაგრჩებათ ფრანკოს დროს “მოგებული “ტიტულები ოხრად. თქვენთვის “უტრაკო მეტრაკეებთან” 6:2 წააგებთ, მერე კი როგორც გჩვევიათ გამოხვალთ და თქვენ გუნდს ისევ გალაქტიკოსს უწოდებთ… ასე რომ კარგად დაფიქრდით :D

    პს. რაც მთავარია, გუნდში გეყოლებათ ისეთი მოკაშკაშე ვარკვლავები, როგორებიც არიან მაჰამადუ დიარა, დრენტე, გაგო და ათასი მაიმუნობა :)

    T_B

    October 9, 2009 at 8:54 pm

  8. ვარ ფრანსუა
    ესეც ასე მაწევს, როგორც განაჩენი,
    ეცნობება მალე კისერს -
    რას იწონის გავა ჩემი.

    Lord Vader

    October 10, 2009 at 10:26 pm

  9. ბარსას ფანებს ევროპული ფეხბურთის ისტორია რა მაგრა ცოდნიათ :)

    Axel

    October 11, 2009 at 11:05 am

  10. ჭანო

    მაგარი ხარ :D

    100 % დაახლოებით მეც იმავეს დავწერდი ალბათ

    ფრანკო, პერესი- კაცობრიობის წინაშე ჩადიან ან ჩაიდინეს დანაშაულები

    ფლორენტინო ანტიფეხბურთს აფინანსებს, ეგ იუდა !

    alucha

    December 1, 2009 at 10:41 pm

  11. რეალის ფანები რა შუაში არიან.
    როცა ბარსას ფანებს “ტრაკმოშიშვლებულები” (და არა მეტრაკეები) შეარქვეს, ამ ორ გუნდს შორის არ იყო იმდენად სიტუაცია დაძაბული. ფრანკოს მოსვლის შემდეგ, განსაკუთრებით დი სტეფანოს ამბების შემდეგ (ანუ 50–იანებში) დაიძაბა მდგომარეობა და მაგ დროს კატალონიური ტრაკები ადგილს კამპ ნოუს სკამებზე ჰპოვებდნენ :)
    მერენგესების ისტორიაში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ბარსას ფანები კი არ ეძახიან, რეალის ფანები უწოდებენ ასე საკუთარ თავს :)

    barcaman

    December 12, 2009 at 3:52 am


Leave a Reply