ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for October 31st, 2009

პოლ ვერჰოვენის აზრები

with 25 comments

verhoven

71 წლის ჰოლანდიელი კინორეჟისორი კვლავაც ჯანზეა და ჯერ–ჯერობით, როგორც აღმოჩნდა, კედელზე არაფრის ჩამოკიდებას არ აპირებს. რაღაცეები ჩემთვის საინტერესო იყო, ამიტომაც ვთარგმნი. ინტერვიუ აღებულია ჟურნალ Esquire–ის 2009 წლის ნოემბრის გამოშვებიდან.

მე არ ვარ ალფრედ ჰიჩკოკი.

ვერ ვიტან სიტყვა “შედევრს”, თუმცა, შესაძლოა, დრო და დისტანცია მას ხანდახან ქმნიან ხოლმე. მაგრამ ის, ვინც თავისთვის ამბობს: “მე უნდა შევქმნა შედევრი”, ჩემი აზრით, უკანასკნელი იდიოტია.

ამბობენ, რომ ჯორჯ ლუკასს “ჯედაის დაბრუნების” გადასაღებად ჩემი მოწვევა სურდა რეჟისორის ამპლუაში, თუმცა უეცრად გადაუფიქრებია. ალბათ, გადაწყვიტა, რომ თუკი ფილმს მე მოვკიდებდი ხელს, ჯედაები ცოფიანი ღორებივით დაიწყებდნენ სმას და ჟიმაობას.

თუკი ადამიანის დამოკიდებულება სექსის მიმართ ისეთივე იქნებოდა, როგორც შთამომავლობის გაგრძელების რუტინული საქმისადმი, მაშინ გარშემო ჯერ კიდევ დინოზავრები ირბენდნენ, ვინაიდან ისინი ყოველგვარი ფიქრისა და ანალიზის გარეშე ჟიმაობდნენ.

ჰოლანდიელები ყოველთვის ცდილობდნენ ხელოვნებაში ზედმიწევნითები ყოფილიყვნენ. შეხედეთ ჰიერონიმუს ბოსხის სურათს, “უძღებ შვილს”: მასზე გამოსახულია ბორდელი, რომლის გვერდითაც დგას ადამიანი და შარდავს თავისთვის. თქვენ ვერასოდეს შეხვდებით ასეთ სურათს ვინმე იტალიელთან, ფრანგთან, ან ინგლისელთან. ასე მხოლოდ ჰოლანდიელები მუშაობდნენ. ისინი რეალიზმის შანთით წვავდნენ იდეალიზმს. მეც სწორად ასე ვიქცევი.

მე მომწონს, რომ ქრისტიანობა სასჯელის ერთ–ერთ ყველაზე საზარელ ფორმას, ჯვარცმას ეფუძნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქრისტიანობა ადამიანებზე ასეთ ზეგავლენას ვერ მოახდენდა.

ადამიანებს ყოველთვის მოსწონდათ ძალადობა. ადამიანი ბოროტად არის ჩაფიქრებული, მას არ ძალუძს 5 წუთი ბედნიერების ატანაც კი. აიძულეთ ვინმეს უყუროს ორსაათიან პიესას აბსოლუტური სამართლიანობის ზეიმის შესახებ, და, გარწმუნებთ, რომ მას მეხუთე წუთზე ჩაეძინება.

ადვილია ვივარაუდოთ, რომ სიცოცხლე სამყაროში ისევე ვითარდება, როგორც დედამიწაზე და ისიც შესაბამისი სისასტიკითაა გაჯერებული. ასე რომ თუკი სადმე არსებობს ცივილიზაცია, რომელიც განვითარებით ჩვენზე წინაა 20 ათასი წლით, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამდენითვე  გვჯაბნის სისასტიკეში. ამის გამო, არასოდეს მივაწვდითი უცხოპლანეტელ არსებებს ცნობებს, თუ რა “საყვარელი” ჩამორჩენილი პლანეტა გვაქვს. ვფიქრობ, რომ მათთვის საინტერესო იქნება იმის ყურება, თუ როგორ ვიღუპებით.

მე მიყვარს არნოლდი იმის გამო, რომ მას თავმოყვარეობა თითქმის არ გააჩნია. გადაღებებზე ფილმისა “გაიხსენო ყველაფერი” იგი მოვიდა ჩემთან და მითხრა: “მე არ გავბრაზდები, თუ მკაცრი იქნები”. მე თავი დავუქნიე და განვუცხადე: “არნოლდ, შემობრუნდი, სხვა კუთხე მჭირდება”. ძალიან მალე კი სურათი ასე შეიცვალა: “არნოლდ, ყვერივით გამოიყურები!” ის მთანხმდებოდა და მეკითხებოდა: “გასაგებია და ასე, კარგია?”.

მას შემდეგ, რაც მე აშშ–ს პრეზიდენტსა და ჩემს შორის რაიმე საერთოს დანახვა შევწყვიტე, მივხვდი რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება აუტანელი გახდა. უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელშიც იყო რაღაც ადამიანური, კლინტონი იყო. მონიკასთან დაკავშირებულ ისტორიაში სულ თავისუფლად შეიძლებოდა მის ადგილას მეც კი აღმოვჩენილიყავი, თუ იმას გავითვალსწინებთ, რომ ყოველთვის მომწონდა ორალური სექსის იდეა ოვალურ კაბინეტში.

ვერ ვიტან, როცა პროსტიტუციას აძაგებენ. ჩემი აზრით, ძუძუების გაყიდვა გაცილებით უკეთესია, ვიდრე რომელიმე ტელეარხისათვის, ან ვთქვათ, თამბაქოს ინდუსტრიისათვის, ტვინის მიყიდვა. ყოველწლიურად თამბაქო მილიონობით ადამიანს კლავს, ტელევიზია კი მილიარდებს უზიანებს გონებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, სულით გონჯი პოლიტიკოსები კვლავაც აგრძელებენ ბჭობას ყველაზე დიდი ცოდვის, ძუძუების გაყიდვის შესახებ.

დღევანდელი პრესა უტევს მთავრობას, ხან მარჯვნიდან და ხან მარცხნიდან. ის ტკბება სიტყვის თავისუფლებით და ვერც კი ხვდება, რომ სპეციალურად მისთვის სიტყვის თავისუფლების ახალი ტიპია გამოყვანილი – კონტროლირებადი!

აღარ არსებობს ისეთი მეცნიერება, როგორიც ისტორიაა. დღევანდელი ისტორია მანიპულაციის საშუალებაა, რომელიც ყოველ ჯერზე ინფორმაციის იმ მცირედს იმეტებს, რომელიც მოცემულ მომენტში კონკრეტული მიზნების მისაღწევადაა საჭირო.

ისინი, ვინც ხელებს იფშვნეტენ ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე ჭკუაშემცდარ ენურეზდამართნილ ქვეშაჯვია ნაცისტს მოიგდებს ხელში, ვერ აცნობიერებენ, რომ სწორად ამ დროს იბადება მსოფლიოში ახალი ფაშიზმი, შესაძლოა უფრო საზარელი, ვიდრე გერმანული ფაშიზმი იყო. ეს ფაშიზმი სავაჭრო ცენტრებსა და სატელევიზიო შოუებში ისახება და მისი უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი გერმანულისაგან ისაა, რომ მას დედამიწის დაპყრობა შეუმჩნევლად შეუძლია.

ახალგაღვიძებულზე, რაც დრო გადის, უფრო ხშირად ვეუბნები ჩემს თავს: “ძმობილო, სამოთხე არ არსებობს”.

ვერ ვიტან ფარისევლებს.

Written by linguistuss

October 31, 2009 at 1:25 am

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 169 other followers