ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ჭონქაძის ქუჩის უცნობი გმირი

with 23 comments

runner

თითქმის ყველა ქალაქში არის ქანდაკება, რომლითაც მისი მკვიდრნი ამაყობენ. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც უნდა აღინიშნოს, როგორიც ბრიუსელში განლაგებული Manneken Pis და Jeanneke Pis–ია, რომლებიც მრავალ მილიონ ტურისტს იზიდავს. კაცმა რომ თქვას, რა არის ბრიუსელის მშარდავ ბიჭუნასა და გოგონაში განსაკუთრებული, ან რა მაღალ მატერიას გამოხატავენ ისინი?! ჩემი აზრით ამ შემთხვევაში უმთავრესი თავშესაქცევი კონტექსტია, ე.წ. “Just for fun” ქმედებაა, რაც ამოძრავებთ მათ სანახავად დაძრულ ტურისტებს და რაც ამოძრავებდათ ბრიუსელელი გოგონას და ბიჭუნას შემქმნელ “მამებს”. შეიძლება ვინმე შემომედავოს, მანეკენ პისს ისტორიული ღირებულება გააჩნიაო და გამახსენოს ისტორია გოდფრი III–ის ორი წლის ბიჭუნას შესახებ, მოპაექრე ჯარისკაცებს თავზე რომ დააფსა, თუმცა ერთი რამ ფაქტია, მანეკენ პისის ანტიპოდის შექმნის მიზეზი ის თავისშექცევაა, ინგლისელები Fun-ს რომ უწოდებენ და სწორედ ესაა ამ შემთხვევაში არსებითი.

გუშინ ჩვენს სამეგობრო წრეში იშვა იდეა, რომ ჭონქაძის ქუჩის ბოლოში დაიდგას უცნობი გმირის ქანდაკება, რომელიც სტარტზე მყოფი მორბენალის პოზიციაში იქნება ქვაში გამოკვეთილი. შეიძლება ვინმეს დაებადოს შეკითხვა, რატომ მაინცდამაინც ჭონქაძეო, მხრები აიჩეჩოს და თავის გზაზე წავიდეს, ამიტომ თავს უფლებას მივცემ და განვმარტავ თუ რისი სიმბოლო იქნება ჭონქაძის ქუჩის უცნობი გმირი. იგი ჩანაფიქრშივე მარგინალად გვევლინება, რომელიც საზოგადოებამ სიბრაზის ნიადაგზე გარიყა და ჭონქაძის ქუჩაზე გააგზავნა. ამავდროულად ეს ანონიმური ემისარი ერთგვარი ბუმერანგიცაა, რომელმაც ჭონქაძის ქუჩიდან დაშვებულმა, სიჩქარე უნდა აკრიფოს და გამგზავნელისკენ გამოექანოს… გამოქანების მიზეზს შეგნებულად არ დავასახელებ, ჰკითხეთ ვინმეს აუცილებლად დაგაკვალიანებენ!

ჩვენი აზრით თბილისს თავისი გმირი უნდა ჰყავდეს, რომელიც ჭეშმარიტად თბილისურ ენობრივ სივრცეშია შობილი და არა ფრეიდისტული სიმბოლოებით მოაზროვნე რომელიმე ხელოვანის თავში. აღარ გვინდა სახელოვანი მამულიშვილების ქანდაკებები, გავიგეთ რომ გვყავს ისინი, მაგრამ უცნობ გმირებსაც ნუ დავივიწყებთ, რომლებიც ქმნიან ჩვენი ქალაქის ნამდვილ ისტორიას. შესაბამისად ჩვენ გვაქვს იდეა თბილისსაც ჰყავდეს თავისი მანეკენ პისი ჭონქაძის ქუჩის უცნობი გმირის სახით. თუ იდეა მოგწონთ აიტაცეთ და გაავრცელეთ…

23 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. გუშინდელი ანჩელოტი – ვან–ბასტენის გაბაასებითაა შთაგონებული ალბათ

    lomski

    November 16, 2009 at 2:40 pm

  2. აი, ქართველი სპრინტერი! ვინ თქვა, არა გვყავსო!

    akunina

    November 16, 2009 at 2:51 pm

  3. “თბილისს თავისი გმირი უნდა ჰყავდეს, რომელიც ჭეშმარიტად თბილისურ ენობრივ სივრცეშია შობილი და არა ფრეიდისტული სიმბოლოებით მოაზროვნე რომელიმე ხელოვანის თავში.” – სიამოვნებით ვიხილავდი ასეთ რამეს

    BloggerGirl

    November 16, 2009 at 3:14 pm

  4. მაგარი იდეაა, მომხრე ვარ ეს ძეგლი დაიდგას და რაც შეიძლება ბევრი ხალხი გამოექანოს მთაწმინდიდან :))))

    ketusiaaaaa

    November 16, 2009 at 3:21 pm

  5. აუ დაგლიჯა.
    სანამ ქეთუსიას კომენტარი არ წავიკითხე, ბოლომდე ვერ ჩავწვდი აზრს, მაგრამ ეხლა მივხვდი და მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ამ აზრს ორი ხელის აწევით :)

    წამოვიდა ასევე სხვა ქანდაკებების იდეებიც, თუმცა უფრო ბუნდოვანი :)))

    dv0rsky

    November 16, 2009 at 3:40 pm

  6. :აქ უნდა ყოფილიყო კარგი კომენტარი:

    Nata

    November 16, 2009 at 3:59 pm

  7. )) მაგარია

    angeldilo-vanesa

    November 16, 2009 at 4:11 pm

  8. საღოლ იდეას!

    აი მალადეეც, ააი ხაროში ჩელოვეკ :D

    Natally Bagration Muxraneli

    November 16, 2009 at 11:30 pm

  9. ამას ჩვენი სახელოვანი “მოაზროვნეებისგან” არ მოველოდი. თქვენ ხართ უზნეო და ყოვლად წაბილწული ახალგაზრდები. რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ღმერთისგან და რწმენისგან შორს მდგომი ხალხი შორს ვერ წავა! ილოცეთ თქვენი სულების გადასარჩენად!

    Nazgha

    November 17, 2009 at 12:32 am

  10. ვახო, ძალიან მაგარი პოსტია!

    ანტიგონე

    November 17, 2009 at 11:57 am

  11. ნებისმიერი თავისუფალი იდეით შექმნილი სკულტურის და საერთოდ ხელოვნების მთლიანად მომხრე ვარ მაგრამ ამ იდე პირდაპირ ჯობიან ყლე დავდგათ და დამნსგდომი ეგრევე დააასკდეს გავიდა ჩახლართული სიმბოლოებით დატვირთული ხელოვნების ეპოქა მარტივშია გენიალური ;)

    Nikoloz

    November 17, 2009 at 12:17 pm

  12. Nikoloz მესმის თქვენი, მაგრამ მთლად ასეთი პრივიტივიზმიც არ გამოდგება. ცოტა ორიგინალობა ხომ არის საჭირო? :)

    Nazgha

    November 17, 2009 at 5:09 pm

  13. Nazgha

    რო დაასკდებიან მაგის მერე იწყება ორიგინალობა ;)

    Nikoloz

    November 17, 2009 at 8:19 pm

  14. კაი ავიმყრალე პირი უკაცრავად ვხუმრობ მოკლედ გავიზიარებდი ახალი სკულპტურის შექმნის იდეას რომელიც იუმორით იქნება დატვირთული ანუ ასეთ იდეას ვუერთდები. რაც შეეხება ამ კონკრეტულ სკულპტურასთან დაკავშირებით განხილვისგან თავს შევიკავებდი. ყველას თავისი აზრი აქვს…

    Nikoloz

    November 17, 2009 at 8:29 pm

  15. მთაწმინდაზეც უპრიანი იქნება მსგავსი ქანდაკების განთავსება :)

    chiqo

    November 20, 2009 at 1:29 am

  16. nikoloz
    არ არის საჭირო შენს მიერ აღწერილი ვიზუალური ეფექტების მიღწევა… უბრალოდ ფინურ პროექტზე ავაშენოთ ახალი ტელეკომპანიის შენობა…. http://linguistuss.wordpress.com/2009/05/30/yl/

    chiqo

    November 20, 2009 at 1:35 am

  17. chiq

    :D მაინც ფსიქოლოგიას აწვებით. მომეწონა წესრიგი :)

    Nikoloz

    November 21, 2009 at 10:22 pm

  18. სათაურის წაკითხვისთანავე მივხვდი იდეი არსს და გამიკვირდა აქამდე როგორ არავის მოსვლია ეგ აზრი თავში :)

    Tato

    October 28, 2010 at 11:05 am

  19. მშვენიერი!!!!!!!!!! ისედაც ძალიან მიყვარს ჭონქაძე, მთელი ბავშვობა გავატარე ამ ქუჩაზე…. Я ЗА! обоими руками

    Natali

    October 28, 2010 at 11:19 am

  20. ეხლა ჭონქაძიდან გამოექანეო ეგ ტერმინიც უნდა შემოვიღოთ ანუ??? მთაწმინდის ნაცვლად??? :)))))))))))))))))))))

    saliome

    October 28, 2010 at 12:40 pm

    • ეგ ტერმინი ზუსტადაც რომ “ჭონქაძედან გამოექანეა” და არა “მთაწმინდიდან” :)

      linguistuss

      October 28, 2010 at 12:53 pm

  21. მშვენიერი იდეაა!

    Shalva

    October 28, 2010 at 5:00 pm

  22. კარგია იდეაა მართლა ყელში ამოვიდა ამდენი პალტოთი და ხელგაწვდენილი ძეგლების ყურება , იყოს რა ძეგლი Just Fun :)

    Andy

    July 12, 2011 at 6:32 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 65 other followers