Perfectionnement Italien

მსურს გაგიზიაროთ გამომცემლობა Assimil-ის იტალიურის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე საშუალო დონეზე ფლობს იტალიურს. წიგნს მოყვება აუდიო მასალა. ყველაფერი ერთ ფაილშია დაარქივებული და ატვირთულია ქართულ სერვერზე.
გამომცემლობა Assimil-ის შესახებაც ვიტყვი ორ სიტყვას. ამ გამომცემლობას უამრავი ენის შემსწავლელი სახელმძღვანელო აქვს გამოცემული, ლათინურიდან დაწყებული სუაჰილით დამთავრებული. ეს სერია გამოირჩევა თავისებური მეთოდით და მიდგომით, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს.
ამ გამომცემლობის წიგნებს თარგმნიან მრავალ ენაზე. მაგალითისთვის ნანახი მაქვს ინგლისურად, გერმანულად, იტალიურად და რუსულად. შესაბამისად ვინმე თუ ითავებს და ქართულადაც დაიწყებს ამ წიგნების თარგმნას ურიგო არ იქნება, ვინაიდან ფრანგული ყველამ არ იცის…
ეს წიგნი იდეალური შემთხვევაა მათთვის, ვინც ორივე ენა იცის, ფრანგულიც და იტალიურიც და სურს გაიღრმავოს ცოდნა, ან აღიდგინოს წარსულში შეძენილი ცოდნა. დიალოგები იმდენად ცოცხალი და თვითმყოფადია, დატვირთული იდიომებითა და ფრაზეოლოგიზმებით, რომ მხოლოდ მათი მოსასმენა ღირს ერთ რამედ…
გადმოწერა (allshares.ge)
გადმოწერა (up.jeje.ge)


გაიხარე, იტალიურს ვსწავლობ.
pikrebi
November 25, 2009 at 9:53 pm
დიდი მადლობა ვახო, საინტერესო მასალაა ძალიან. მე იტალიურის სპეციალისტი ვარ, ცოტა ფრანგულიც ვიცი, პროფესიონალურად დავაკვირდები სახელმძღვანელოს(უკვე ვიწერ) და ვინ იცის იქნებ ერთ მშვენიერ დღეს კიდევაც ვთარგმნო ქართულად.ქართულ ენოვანი ნორმალური სასწავლო წიგნები იტალიურის არც არსებობს.
ketusiaaaaa
November 25, 2009 at 10:01 pm
ვაიმე, იტალიური დამავიწყდა სულ, არადა 8 წელი ვსწავლობდი სკოლაში, იემდია, გახსენებაში დამეხმარება… ფრანგულის ბაიბურში არ ვარ, მაგრამ მივხვდები რამეს :))
D@niko
November 27, 2009 at 3:01 pm
ვსწავკლობ იტალიურს და ეს წიგნიც მაინტერესებს….Grazie mille…
Lili
January 14, 2010 at 9:12 pm