ორენოვანი სონეტი
ამ რამდენიმე წლის ჩემმა მეგობარმა, ლევან ჩხეიძემ სონეტი მომიძღვნა რუსულ ენაზე, შემდეგ ეს სონეტი მე ქართულად ვთარგმნე და ამით ორივე ძალიან გავერთეთ. საბოლოოდ კი ეს სონეტი მიმავიწყდა და დღეს ვიპოვე ძველ ფაილებში. შესაბამისად დავდებ აქ, მერე ადვილად რომ მოვძებნო, როცა სიბერის ჟამს…
ლ’ორიჟინალ
Библиотекарь наш скупой,
Томов суровейший хранитель,
Ворота знании приоткрой,
Впусти меня в свою обитель,
И одолжи мне том – другой,
Поверь, я вовсе не грабитель,
И не маратель книг тупой,
А культа книг простой служитель.
И ты не Хорхе, ты – другой,
Он лабиринта злобный житель,
Враг просвещения слепой,
Дурных обычаев ревнитель.
Коль не одолжишь книгу мне,
Сгоришь на медленном огне.
ლე თარგმან
ძუნწო მსახურო წიგნის საცავის
მუდამ ამაყობ ნარჩევი წიგნით,
გამიღე ცოდნის კარი – დამცავი
შენს სამყოფელში შემიშვი შიგნით
წიგნიც მათხოვე, იყავ კეთილი
ქურდი არა ვარ, მე, უსახური,
არც წიგნის მუსრი, შუბლგაწყვეტილი,
არამედ წიგნის კულტის მსახური!
შენ არაფერი გცხია ხორხესი*
მისთვის ტვირთია უსინათლობა,
შენი სადარი არის ბორხესი,
მან ჩვენ გვასწავლა წიგნით დათრობა!
თუ არ მათხოვებ წიგნებს ამიერ
ცეცხლზე იწვები მრავალჟამიერ!
*ხორხეში უმბერტო ეკოს “ვარდის სახელის” მთავარი უარყოფითი პერსონაჟი ბურგოსელი ხორხე იგულისხმება, ბიბლიოთეკის ბრმა და ფანატიკოსი დარაჯი.

არაზუსტი თარგმანია :P ანუ, სონეტის პონტშიც, არამარტო შინაარსის :)
ლერმონტოვზე ალუზია დამევასა, მაგარია ჩხ :)
WDC
December 6, 2009 at 6:10 am
არადა, აშკარად პირველ ხორხეს უფრო გავხარ :P
Ginger
December 6, 2009 at 11:50 am
შუბლგაწყვეტილში ალბათ შუბლისძარღვგაწყვეტილი იგულისხმება, ჰოდა თუ მაინც და მაინც ეს სიტყვა, ძარღვგაწყვეტილი სჯობდა ალბათ…
keti
December 6, 2009 at 4:12 pm
გამარჯობა!მომეწონა სონეტის პათოსი.ბორხესის ,,შვიდი საღამო”ძალიან საინტერესოა.
თორნიკე
December 6, 2009 at 10:36 pm
რას ერჩით, თარგმანს არა უშავს (ცოტა შინაარსში ჭედავს რითმის გამო, უმჯობესია რითმაში გაჭედო, ვიდრე შინაარსი და მხატვრული ღირებულებები შემოგეძარცვოს). ყველა ხომ გიორგი ეკიზაშვილი ვერ იქნება?
Pegi
December 7, 2009 at 10:58 am
არ ვიზიარებ მე ამ მიდგომას, რომ მთარგმნელი უნდა იყოს დედნის მონა. ჩემთვის პოეზიაში ჯერ ფორმა და მუსიკალურობაა და შემდეგ შინაარსი, რის შესახებაც წერდა პოლ ვერლენი L’Art poétique-ში – De la musique avant toute chose–ო !
linguistuss
December 7, 2009 at 12:23 pm
არ გირჩევ ვერლენის ყველა იდეისა და ქმედების მოტრფიალე იყო. მახსოვს, წერედიანის თარგმანს ხოტბა რომ შეასხი, არადა იმ თარგმანიდან, თუ ორიგინალი არ გაქვს წაკითხული ვერ გაიგებ, როგორ ჰკლავენ ყაჩაღს: თავს ჭრიან, ჩამოხრჩობას უპირებენ თუ ლინჩის წესით ასამართლებენ. იქაც ძალიან დიდი სიზუსტით არის დაცული რითმები და ამიტომაც ვერ გაიგებ, რაზეა საუბარი. განა ეს დედნის დამახინჯებას არ ნიშნავს? ვერავინ დამარწმუნებს, რომ პოეზიის თარგმნის დროს მთავარი რითმაა და არა აზრი და მხატვრული ღირებულებები.
Pegi
December 7, 2009 at 4:26 pm
მაშინ სახელს გადავირქმევ, ამიერიდან მე მქვია “ვერავინ” :)
linguistuss
December 7, 2009 at 4:58 pm
Ok, ”ვერავინ” ვერ დამარწმუნებს, რომ პოეზიის თარგმნის დროს მთავარი რითმაა და არა აზრი და მხატვრული ღირებულებები.
Pegi
December 7, 2009 at 5:05 pm
ასე რომ იყოს მაშინ პწკარედი აჯობებდა ნებისმიერ თარგმანს და საერთოდ პოეზიას პროზად თარგმნიდნენ… იქნებოდა მაქსიმალურად ზუსტი და მინიმალურად მხატვრული :)
linguistuss
December 7, 2009 at 5:12 pm
და ამიტომაც გაჩნდა “Vers libre”.
Pegi
December 7, 2009 at 5:18 pm
სონეტიც და თარგმანიც თავიდან ბოლომდე “ღადაობაა” და ჩემი მოკრძალებული აზრით, არ საჭიროებს ზედმეტად სერიოზულ მიდგომას. პირადად მე სათაურებმა იმდენად მომხიბლა, შინაარს არც დავკვირვებივარ, თუმცა შუბლგაწყვეტილიც ერთ რამედ ღირს:)
sandro
December 7, 2009 at 6:10 pm
ლე კომენტარ (ლე როფლ)
ნინო
December 9, 2009 at 10:56 pm
sandro რა თქმა უნდა ღადაობაა :)
და საერთოდ მე რამდენადაც მახსოვს, სონეტის დაწერა ლევან ჩხეიძეს უბიძგა იმ ფაქტმა, რომ ვახომ მას წიგნი არ ათხოვა :P
Nazgha
December 10, 2009 at 10:35 am
ხელუხლებელი საცავიდან წიგნებს არავის ვათხოვებ, მათ შორის შენც, რის შესახებაც კარგად მოგეხსენებათ ორივეს… :)
linguistuss
December 10, 2009 at 12:17 pm
ორიგინალი ძალიან მომხიბვლელია უნდა ითქვას. წერე ჩხეიძე, წერე. თარგამნზე უკეთესი ქმნილებები მინახავს, მათ შორის ამ ბლოგზე. ასე რომ შენც წერე ვახულიკ, თან აუცილებლად
nika
January 17, 2010 at 12:19 pm