Archive for December 14th, 2009
პერიოდული შეკითხვა #20
გავაგრძელებ შეკითხვების სერიას, რომელიც რატომღაც შევწყვიტე. დღეს წარმოგიდგენთ შეკითხვას, რომელიც მეძნელა სპორტული რა? სად? როდის?–ისათვის, ვინაიდან მგონია, რომ 1 წუთში ამ კითხვის გამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამიად უფრო მეტი დრო გექნებათ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად:
1871 წლის 12 დეკემბერს ვიქტორ ჰიუგომ წერილი მისწერა თავის მეგობარს. წერილი კონვერტში ჩადო და მას ადრესატის სახელისა და გვარისა და მისამართის ნაცვლად წააწერა ხუთი ასო. ფოსტალიონი უმალ მიხვდა ვის ეკუთვნოდა წერილი და ზედმეტი შეკითხვა არ დაუსვამს. რომელი ხუთი ასო წააწერა ჰიუგომ?
სწორ პასუხებს დროებით დავმალავ, სხვებს ხელი რომ არ შეეშალოთ. ასე რომ თუკი თქვენი დაკომენტებული სწორი პასუხი დროებით დავმალე, არ გაგიკვირდეთ…
[სწორი პასუხი იხილეთ კომენტარებში]

