პერიოდული შეკითხვა #20
გავაგრძელებ შეკითხვების სერიას, რომელიც რატომღაც შევწყვიტე. დღეს წარმოგიდგენთ შეკითხვას, რომელიც მეძნელა სპორტული რა? სად? როდის?–ისათვის, ვინაიდან მგონია, რომ 1 წუთში ამ კითხვის გამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამიად უფრო მეტი დრო გექნებათ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად:
1871 წლის 12 დეკემბერს ვიქტორ ჰიუგომ წერილი მისწერა თავის მეგობარს. წერილი კონვერტში ჩადო და მას ადრესატის სახელისა და გვარისა და მისამართის ნაცვლად წააწერა ხუთი ასო. ფოსტალიონი უმალ მიხვდა ვის ეკუთვნოდა წერილი და ზედმეტი შეკითხვა არ დაუსვამს. რომელი ხუთი ასო წააწერა ჰიუგომ?
სწორ პასუხებს დროებით დავმალავ, სხვებს ხელი რომ არ შეეშალოთ. ასე რომ თუკი თქვენი დაკომენტებული სწორი პასუხი დროებით დავმალე, არ გაგიკვირდეთ…
[სწორი პასუხი იხილეთ კომენტარებში]


ANAKH
gosh
December 14, 2009 at 2:50 pm
EIFEL მგონია, მაგრამ ეგ მგონი EIFFEL იწერება.
მოკლედ ან ეიფელი ან ვერნი
Davit
December 14, 2009 at 3:52 pm
გავროში?
ლიკა ჯგუბურია
December 14, 2009 at 3:57 pm
უკაცრავად, ვერც დავითვალე, ცჰემი ვარიანტი 6ასოიანია:D
ლიკა ჯგუბურია
December 14, 2009 at 3:59 pm
მე ის ისტორია ვიცი, ჰიუგომ ერთსიმბოლოიანი წერილი რომ მისწერა თავის გამომცემელს: ? (ანუ როგორ იყიდებაო ”საბრალონი”)
გამომცემელმა კი უპასუხა: ! (წიგნზე ძალიან დიდი მოთხოვნილება იყო)
dv0rsky
December 14, 2009 at 5:19 pm
Dumas?
sandro
December 14, 2009 at 6:34 pm
რა თქმა უნდა შვილს ვგულისხმობ, იქნებ ასე მიაწერა :D fils? ხუთი ასო კი გამოვიყვანე:)
sandro
December 14, 2009 at 6:47 pm
EMILL
joliiii
December 14, 2009 at 8:34 pm
ან ზოლას გვარი დაწერა ფრანგულად
joliiii
December 14, 2009 at 8:36 pm
paris?
Sandro
December 14, 2009 at 11:10 pm
VAKHO……:):);) უეჭველი ასე ეწერა…..
nino
December 14, 2009 at 11:20 pm
Dumas
irakli
December 14, 2009 at 11:50 pm
ისა და, ვიქტორ ჰიუგოს მეგობარი სანტა არ შეიძლეა ყოფილიყო? :)
sandro
December 14, 2009 at 11:57 pm
ისე 1871 წელს გაგანია ომია – პრუსიელებმა ალყა შემოარტყეს პარიზს. მგონი ზუსტად ეგ პერიოდია
ჰიუგო მაგ დროს პარიზში იყო ვითომ?!
Shalva
December 15, 2009 at 12:01 am
ომი 1870–ში მორჩა ნაპოლეონ მესამის კაპიტულაციით, 1871–ში უკვე კომუნარები იყვნენ… ეს ადამიანი 1870–1871 წლებში არც–თუ უმნიშვნელო საქმეს აკეთებდა :)
linguistuss
December 15, 2009 at 2:22 am
ეგ მეგობარი რეალურად არსებული პირია?
უკვე ეჭვი მეპარება, იქნებ ბრჭყალებშია ჩასასმელი?
Davit
December 15, 2009 at 12:26 am
რეალურად არსებული პირია.
linguistuss
December 15, 2009 at 2:21 am
დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ შესაძლებელია ფრანც ლისტისადმი (Franz Liszt) მიეწერა ეს წერილი.
Ladybird
December 15, 2009 at 2:43 am
ვერდი? მემგონი ,,აიდას” პრემიერა იყო იმ წელს.
borbolia777
December 15, 2009 at 9:47 am
თვითონ ჰიუგო? :)
makrine
December 15, 2009 at 9:55 am
უჰ… ახლა გამახსენდა, ჰიუგო ფრანგულად Hugo რომ იწერება :D
makrine
December 15, 2009 at 11:51 am
W Hugo ?
ILI-100
December 15, 2009 at 4:13 pm
კითხვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ხუთასოიანი წარწერა წარმოადგენდა ფსევდონიმს. ვინაიდან გვარი, რომ ყოფილიყო ფოსტალიონს გაუჭირებოდა გარკვევა, რომელი კონკრეტული ადამიანია წერილის ადრესატი.
1 წუთში კი არა, შეიძლება 1 კვირა დასჭირდეს ადამიანს :)
Nazgha
December 15, 2009 at 5:31 pm
თან ამ ფსევდონიმიანი კაცი 1871 წელს ძალიან საჭირო საქმეს აკეთებდა ფრანგებისთვის, რომელიც ამავდროულად იყო ჰიუგოს მეგობარი და რომელსაც მთელი პარიზი იცნობდა ამ ხუთასოიანი ფსევდონიმით :)
linguistuss
December 15, 2009 at 5:57 pm
ამ საახალწლოდ თოვლის პაპის მეტისთვის ვისთვის უნდა მეწერა :)
და არ დამიწყოთ ეხლა არარეალური პიროვნებააო :)
paatash
December 15, 2009 at 5:42 pm
რა ვიცი, ერთი ეგეთი ტიპი იყო – Nadar – შეიძლება ფსევდონიმია, ჟიულ ვერნის კარგი ნაცნობი და maybe ჰიუგოს მეგობარი + პარიზის “კოლორიტი”
ერთ-ერთი პირველი ფოტოგრაფი იყო და საჰაერო ბურთები ევასებოდა – შეიძლება მტრის პოზიციებს ზვერავდა ალყაშემორტყმულ პარიზში
Shalva
December 15, 2009 at 8:20 pm
დიახ, ეგაა გასპარ–ფელიქს ტურნაშონი, ცნობილი როგორც ნადარი (NADAR).
Le 12 décembre 1871, Victor Hugo écrit à un ami. L’écrivain referme l’enveloppe, colle un timbre à 15 centimes et rajoute un nom: «Nadar».
linguistuss
December 15, 2009 at 8:39 pm
ვახო, და ფოსტალიონმა ის როგორ გაიგო NADAR-ისთვის მიწერილი იყო თუ NADAR-ის მიერ? :)
ჩემი აზრით ნაზღამ აბსოლუტურად მართებული გადაწყვეტილება მიიღო :)
ზაქრო
December 16, 2009 at 11:47 am
ვა, ეგენი მეგობრობდნენ? :D
NO-Spa
December 16, 2009 at 10:14 am