ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

მიშმიშის კვირაში

with 12 comments

ამ ახალი წლის დღეებში ყველაფერი თითქმის იგივე იყო, რაც წინა წლებში, დედაჩემის საახალწლო სუფრას ვგულისხმობ, ერთი გარგრის ჩირი დამაკლდა, რომელიც ძალიან მიყვარს… ჰოდა, ავიკვიატე და ავიხირე ეს გარგარი. აკვიატება ჩემგან დამოუკიდებელი პროცესია. ხან რას ავიკვიატებ ხოლმე და ხან – რას. ჰოდა აი, ამ ახალ წლებში გარგარი ავიხირე… გარგარი გახდა ამ ჩემი ნამთვრალევი დღეების თანამგზავრი.

გარგართან სიმპათიანარევი ურთიერთობა ჯერ კიდევ იმ დროიდან მაკავშირებს, როდესაც იტალიური გარგარი, ანუ “ალბიკოკკა” შემომხვდა. ასეთ სიტყვებს როდესაც აღმოვაჩენ ხოლმე, იმ დღეს მშვენიერ ხასიათზე ვარ, ვინაიდან ახალი სათამაშო მაქვს ჩემი გონებისათვის. ჰოდა, გარგარმა ჩემი ძველი სათამაშო “ალბიკოკკა” გამახსენა, დავგუგლე და დაიწყო…

თუ ზედა ამონარიდს დავუჯერებთ, ლათინური გარგარი “პრეკოკვუმ” არაბული “ალ–ბურკუკ” გამხდარა და ამის შემდგომ პორტუგალიურის გზით დატრიალებულა ევროპულ ენებში. რამდენიმე საუკუნის წინ არ ვიცი რა ხდებოდა, თანამედროვე არაბული ლექსიკონები ამბობენ “ალ–ბურკუკ” ქლიავიაო და გარგარს “მიშმიშ” ჰქვიაო, თუმცა არაბული ლექსიკონების ჩიჩქნამ ერთი მშვენიერი აღმოჩენა მაინც გამაკეთებინა არაბული გამოთქმის – ბუქრა ფილ მიშმიშ! – სახით, რომელიც სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ “ხვალ გარგარობისას” გამოვა…

თურმე ნუ იტყვით და ეს ლათინური “პრეკოკვუმ” ანუ ადრედამწიფებული მოცემულ ფრაზოლოგიზმთან პირდაპირ კავშირში ყოფილა. ამონარიდი ეგვიპტური გაზეთის “ალ–აჰრამის” სტატიიდან, გახსენებაზე იმასაც ვიტყვი, რომ ალ–აჰრამ – “პირამიდებია” არაბულად:

The apricot season in Egypt is notoriously short. Its fragile flowers blossom in the Coptic month of Amsheer, the windiest month of the year, which inaugurates the Khamsine season. Very few of the flowers survive to become mishmish, or apricots, the first fruit to appear, fleetingly, after winter’s dreary regimen of citrus fruits and bananas. Apricots can all too easily be missed in the inundation of plums, peaches, grapes and watermelons that follows. In Egyptian vernacular Arabic, bukra fil mishmish — tomorrow, when the apricots come — expresses a mythical tomorrow that will never arrive.

გარგარის სეზონი ეგვიპტეში ხანმოკლე და იმდენად შეუმჩნეველი ყოფილა, რომ ადგილობრივები ვერც კი ასწრებენ გარგრის სეზონის დადგომის დაფიქსირებას. თურმე ადგილობრივი ქარების წყალობით თითო–ოროლა ნაყოფი ასწრებს ხეზე დამწიფებას, რომელსაც ეგვიპტელები “მიშმიშ”–ს უწოდებენ. ჰოდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ფართოდ გავრცელებული გამოთქმა დამკვიდრებულა – “ხვალ გარგარობისას” – ქართულად რომ ვთქვად – “როდინობის კვირაში” – ანუ არასოდეს!

ახალ წელს ჩვენმა პრეზიდენტმაც მოგვილოცა, როგორც ყოველთვის დაგვპირდა განათებულ ქუჩებს, დაგებულ გზებს და ნათელ მომავალს… და სანამ ის გაბრწყინებულ ივერიაზე საუბრობდა, მანამდე მე, გარგარაკვიატებულს ერთმა აზრმა გამიელვა… მივხვდი, რომ მიშმიშის სეზონზე მიცემული არაბული დაპირებები ქართულ რეალობაშიც არანაკლებ აქტუალური ყოფილა…

Advertisement

12 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ახალ წელს გარგარზე თუ ფიქრობდა რომელიმე ქართველი არ მეგონა, მარა რას გაიგებ…:) ისე მე ჯონჯოლზე ვფიქრობდი, ჩემ საახალწლო სუფრაზე ვერ აღმოვაჩინე და დღესაც მაგას ვწუწუნებ…:)
    შემთხვევით სიტყვა “ჯონჯოლის” წარმოშობის შესახებ ხო არაფერი იცი?:):):)

    nino

    January 3, 2010 at 6:14 pm

  2. ეჰ , ლინგვისტუსს, მიშმიშურ დაპირებებს იქიდან შევეჩვიეთ, კომუნიზმში შესვლას რომ გვპირდებოდნენ მავანნი და მავანნი…

    joliiii

    January 3, 2010 at 8:46 pm

  3. მიშმიშმა გამამხიარულა და ბოლოს კი ქიშმიში გამახსენა :)
    გარგარი, მმმ…

    keti

    January 3, 2010 at 8:54 pm

  4. აი, თურმე რას ნიშნავს ”მიშმიშ”. სინას მთაზე ერთ ჯგუფს ერქვა ”მიშმიშ” და როცა უკან დაბრუნებისას იქაურს ვკითხე, რას ნიშნავდა, ვერ ამიხსნა.

    კუდა

    January 3, 2010 at 9:28 pm

  5. ლინგვისტუს,მრავალ ახალ წელს!

    NO-Spa

    January 4, 2010 at 11:32 am

  6. “მიშმიშური დაპირებები” – რა სიტყვათა თამაშია, ავღფრთოვანდი :)

    sandro

    January 5, 2010 at 12:23 pm

  7. بكرة في المشمش

    ძალიან მაგარი გამოთქმაა. مشمش (მიშმიშ) მართლაც გარგარია. ამ გამოთქმას დღესდღეობით თარგმნიან, როგორც „ოცნებებში,” რაც ნუ… რა თქმა უნდა, იგივეა, რაც „როდინობის კვირაში.”

    “მიშმიშური დაპირებები”- რა სიტყვათა თამაშია, ავღფრთოვანდი:)
    ჰაჰა, მაგარია.

    სალომე

    January 6, 2010 at 11:52 am

  8. ლინგვისტუს, დადე ახალი რამე, თორემ პირში ნერწყვი გაგვიშრა ამ საოცარი გარგარის ცქერით…

    joliiii

    January 10, 2010 at 11:49 pm

  9. ჩამოვალ პარიზიდან და დავდებ :)

    linguistuss

    January 11, 2010 at 2:04 pm

    • იიიიიიიიიჰ მეც მინდა პარიზში :( :)

      ნინო

      January 11, 2010 at 5:01 pm

  10. პარიზს მოკითხვა გადაეცი…:)

    nino

    January 12, 2010 at 3:28 pm

  11. ბავშვობაში ხილს არ ვჭამდი. ერთადერთი იყო გარგარი, რომელიც ივნისის თვეში შემოდიოდა ხოლმე და ჩემი დაბადების დღის ხილი იყო.

    ისე, მეტი განსჯისათვის – ბერძნულ ენაში βερίκοκο-დ (ვერიკოკო) იქცა ეს პრეოკოკვუმ :)

    Antigone

    January 13, 2010 at 4:28 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

Gravatar
WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers