ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ფანჯარა იგივე ხუთკუნჭულა!

with 32 comments


დღევანდელ შესავალს მარტივი შეკითხვით დავიწყებ, თუ იცით თვლა სპარსულად ერთიდან ექვსამდე? რა თქმა უნდა, იცით! – იექ, დუ, სე, ჩაჰარ, ფანჯ, შეშ… და შემდეგ როგორ გრძელდება გაინტერესებთ? – მართალია, მეც არ მაინტერესებს, ამიტომ ყურადღება მოცემულ ექვსეულზე, უფრო სწორად კი ერთ–ერთ მათგანზე ხუთიან “ფანჯ”–ზე შევაჩეროთ. ეს სიტყვა ისეთ დამალულ ადგილებში აღმოვაჩინე, რომ ძალიან გამიკვირდა, რასაც ეხება ჩემი ქვემორე მონათხრობი…

ჩვენს დროებაში, ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცოდნით რომ ვეღარავის გააკვირვებ, ყველამ იცის რას ნიშნავს სიტყვა Punch (მუშტის დარტყმა), რომელსაც ფესვები ლათინურ ენაში აქვს, სადაც punctum იმავეს აღნიშნავდა, რასაც არაბული ტაყანა (იხილეთ ჩემი ძველი პოსტი). “ფანჩ”–ს ინგლისურ ენაში ასევე ალკოჰოლურ სასმელსაც უწოდებენ. თურმე კი არა მისი სახელწოდება სპარსული “ფანჯ”–იდან მომდინარეობს. მის დასამზადებლად ხუთი განსხვავებული ტიპის ინგრედიენტია საჭირო: ალკოჰოლი, შაქარი, ლიმონი, წყალი და ჩაის ფოთლები, ამიტომაც ამ სასმელს ინდოეთში მოიხსენიებდნენ, როგორც “ფანჯ” (ან “პანჩან” – სანსკრიტზე), შემდეგ ინგლისელებს მოსწონებიათ და თავის ენაზე რომ ჩაუწერიათ Punch გამოსულა. ფრანგებს ეს “ფანჩ” წაუკითხავთ როგორც “პუნშ” და ფრანგულენოვანი ლიტერატურის წყალობით რუსულის გავლით ეს სიტყვა ჩვენთან პუნშის სახით დამკვიდრდა, სადაც პირველწყარო “ფანჯ” მთლიანადაა დაკარგული.

მეორე ისტორია სურათს ეხება, რომელზეც ირანის ქალაქ ქაშანშია გადაღებული. სურათზე ტრადიციული სპარსული არქიტექტურისათვის დამახასიათებელ ხუთკუთხა ფანჯარას ვხედავთ. ჯერ ვერაფერს მიხვდით? მგონია, რომ კი! ფანჯარა ქართულში სპარსულიდანაა შემოსული. არ ვიცი ჩვენი წინაპრები მანამდე ფანჯარას სარკმელს უწოდებდნენ, თუ რამე სხვა სიტყვა ჰქონდათ. აი, სპარსულში კი “ფანჯარე” “ხუთკუთხას” ნიშნავს, ანუ იმას რასაც ვხედავთ სურათზე. საინტერესო ის არის, რომ სიტყვები: “ფანჯარა”, “ხუთკუნჭულა” და “პენტაგონი” თარგმანში დაახლოებით იდენტურად ჟღერს და აბსოლუტურად განსხვავებულ ცნებებს აღნიშნავს.

Advertisement

Written by linguistuss

January 22, 2010 at 11:07 pm

32 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. :like:

    Dodka

    January 23, 2010 at 1:06 am

  2. ქართული ზღაპრით თუ ვიმსჯელებთ დევი პენტაგონს შებმია? :):):)
    გაიხარე ლინგვისტუს:)

    kacmacuna

    January 23, 2010 at 1:17 am

  3. Punch რაღაც ჩარტყმა/დარტყმის ასოციაციას იწვევდა ჩემში ყოველთვის – ანუ ძლიერი სასმელიაო…

    Dv0rsky

    January 23, 2010 at 1:20 am

  4. კარგი პოსტია. მიუხედავად იმისა ვიცოდი, რომ ფანჯარა სპარსული ,,ფანჯ” -იდან მოდის, მაინც ძაან მომეწონა პოსტი. გაიხარე ლინგვისტუს

    atila

    January 23, 2010 at 1:23 am

  5. მაგარია, მომეწონა და მგონია რომ მაგნაირი ფანჯრებიდან ცისკრის (ხუთქიმიან) ვარსკვლავს აკვირდებოდნენ.ჩვენი ხუთკუნჭულაც მაგ საიდუმლოშია განდობილი.

    nik

    January 23, 2010 at 1:57 am

  6. აი, პუნშს და ფანჯარას თუ რამე საერთო ექნებოდათ ვინ წარმოიდგენდა? ვაიმე, რა მაგარი პოსტი იყო :)

    sandro

    January 23, 2010 at 12:05 pm

  7. ეს პოსტი ძალიან მომეწონა. 1. რელიგიას არ ვეხებით. 2. მართლა ძალიან საინტერესოა.

    ingula

    January 23, 2010 at 2:31 pm

  8. საინტერესო პოსტია, ძალიან მომეწონა…:)

    nino

    January 23, 2010 at 7:08 pm

  9. :)

    hexe

    January 23, 2010 at 7:19 pm

  10. მე არავისი უფასო ადვოკატი არ გამოვდივარ, მაგრამ მართლა მაინტერესებს რას ნიშნავს “რელიგიას არ ვეხებით?”
    ეს კომენტარი აჯობებდა ჯეიმს იანგ სიმპსონზე გაკეთებულ პოსტზე დამეტოვა, მაგრამ ვინაიდან თქვენს რეპლიკას ვცემ პასუხს, იყოს ეს აქ.
    იმ პოსტში მე მგონი არაფერია არარელიგიური და არც რელიგიის დამგმობი რაიმე ფრაზაა, პირიქით, მე თუ მკითხავთ, ჯეიმს იანგ სიმპსონმა სრულიად რელიგიური პასუხი გასცა ანგლიკანელ მშობელთა კავშირს, მან ისევ ბიბლიიდან აიღო თავისი ქმედების გასამართლებელი არგუმენტი. რელიგიისადმი სრულიად ნეგატიური დამოკიდებულება რომ ჰქონოდა, სრულიად დაგმობდა მას.

    Pegi

    January 23, 2010 at 9:28 pm

  11. . საკუთარი თავი ღმერთს რომ შეადარა მკრეხელობა არ არის?!

    ingula

    January 24, 2010 at 1:01 am

  12. მაპატიეთ, მაგრამ ის არ არის მკრეხელობა, რასაც კათოლიკური ეკლესია ჩადიოდა შუა საუკუნეებიდან მოყოლებული? ღმერთის მაგივრად რომ გამოჰქონდათ განაჩენი ინკვიზიტორებს და მათ უნდა გადაეწყვიტათ ვის ჰქონდა სიცოცხლის უფლება და ვის არა. მკრეხელობა არ არის მე-6 მცნების დარღვევა ისიც საეკლესიო პირების მიერ? სხვა რა არგუმენტი უნდა მოეყვანა სიმპსონს, როცა თავს რელიგიის გაშმაგებული პედანტი დამცველები ესხმოდნენ? გარწმუნებთ, ეს რომ მკრეხელობა ყოფილიყო, თქვენ ვერ დაასწრებდით ანგლიკანელ მშობელთა კავშირს, რომ მისი არგუმენტი მკრეხელობად შეერაცხათ. და ესე იგი, ყველა ანესთეზიოლოგი და ქირურგი მკრეხელობას ჩადის?

    Pegi

    January 24, 2010 at 12:27 pm

    • ანგლიკან მშობელთა კავშირი არ არსებობს, ჩემი ფანტაზიის ნაყოფია :) ორიგინალში ანგლიკანი რელიგიური მოღვაწენი აუჯანყდნენ სიმპსონს.

      linguistuss

      January 24, 2010 at 2:13 pm

      • კიდევ კარგი, რომ მიმახვედრე ანგლიკანელ მშობელთა კავშირი რომ არ არსებობს და აქ “implicite”-ს აქვს ადგილი :D. მეც გენგებ გამოვიყენე კომენტარში. ფანტაზიის უნარი კი მართლა გვწყალობს, მასე რომ არ იყოს… (à suivre):D :D

        Pegi

        January 24, 2010 at 9:18 pm

  13. აქ რატომ განიხილავთ სხვა თემას?

    ingula-მ ქრონოლოგიას მიაქცია ყურადღება. და აღნიშნა, რომ შეცოდების შემდეგ “თამაშის წესები” შეიცვალაო.

    ამ თემაში კი, როგორც მე მივხვდი, ხაზი გაუსვა, რომ არ მოსწონს ის სტატიები, სადაც ლინგვისტუსი რელიგიას “ეხება”.

    I – ფაქტია. II – მისი გემოვნება.

    akunina

    January 24, 2010 at 3:17 pm

  14. ანესთეზიოლოგი და ქირურგი რა შუაშია?! მკრეხელობა ის კი არ არის, რომ ქალებს აძინებდა, არამედ ის შედარებაა, რომელიც თავის გასასამართლებლად გამოიყენა.
    კათოლიკური ეკლესია რასაც ჩადიოდა მეც კარგად ვიცი, გმადლობთ ინფორმაციისთვის.
    ჯეიმს იანგ სიმპსონი ნამდვილად ინატრებდა თქვენნაირ ადვოკატს.

    ingula

    January 25, 2010 at 4:26 pm

  15. აღარ ვაპირებ თქვენთან კამათს, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. მეზარება ვუმტკიცო ვინმეს, რომ ეს თეთრი კი არა შავია.

    Pegi

    January 25, 2010 at 11:01 pm

  16. თქვენი კომენტარების მოცულობა აშკარად მეტყველებდა იმაზე, რომ ვინმესთვის რამის ახსნა გეზარებათ. თუმცა გეთანხმებით, ეს კამათი უკვე უაზრობაა. თქვენ ჩემი არ გესმით, მე კი პირველივე დღიდან ვერ გამიგია რას მერჩით.

    ingula

    January 26, 2010 at 1:14 am

  17. ბოლო კომენტარები სპამად იყო მონიშნული აკისმეტის მიერ და შემთხვევით წამეშალა. მე მაპატიეთ :)
    ახალ პოსტს იმ კვირაში შემოგთავაზებთ, ვინაიდან ახლა რა? სად? როდის?–ის მარათონისთვის ვამზადებთ 72 კითხვიან პაკეტს და არ მცალია :(

    linguistuss

    January 28, 2010 at 12:48 am

  18. ვა, მარათონი! მე რატო არაფერი ვიცი?! :( ლინგვისტუს სად ტარდება და როდის ეგ მარათონი? ყველასთვის შეიძლება მონაწილეობის მიღება?

    atila

    January 28, 2010 at 9:54 am

    • ვინც მონაწილეობს იმან იცის… 25 უძლიერესი გუნდი მონაწილეობს (ჩვენი ვერსიით), ე.ი. უძლიერესებში ვერ მოხვდი :)

      linguistuss

      January 28, 2010 at 1:49 pm

  19. ლინგვისტუს, ისე სად ტარდება და როდის? დასწრება მაინც ხო შეიძლება :)

    atila

    January 28, 2010 at 5:47 pm

  20. გავკადნიერდები და ვიკითხავ ჩემი გუნდი ვერ მოხვდა 25 საუკეთესოში? (რა თავმდაბლობაა):):):)

    nino

    January 28, 2010 at 8:25 pm

  21. ლინგვისტუს არ გვეტყვი სად და როდის ტარდება მარათონი? :(

    atila

    January 29, 2010 at 11:25 pm

    • არა… იმიტომ რომ მაყურებლებისთვის ადგილები გათვალისწინებული არ არის და ვინც თამაშობს მათ უკვე იციან.

      linguistuss

      January 30, 2010 at 1:24 am

  22. ესე გასაიდუმლოება არ მესმის. ეს ინტელექტუალური მარათონია თუ KGB–ს სხდომა?

    Pegi

    January 30, 2010 at 11:13 am

    • :):):) პეგი გეთანხმები სრულიად!

      atila

      January 30, 2010 at 12:25 pm

    • მასონთა ლოჟის შეკრებაა…

      linguistuss

      January 30, 2010 at 12:50 pm

  23. უი, მასონი ვყოფილვარ და არ მცოდნია …:)

    lomski

    January 30, 2010 at 3:13 pm

    • ჩაგვწერეთ მასონებში :)

      Shotamur

      February 1, 2010 at 4:28 am

  24. ორიოდ სიტყვა ჩარდახზეც გვითხარით :)

    monogamist

    February 12, 2010 at 8:00 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

Gravatar
WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers