ჯეიმს იანგ სიმპსონი

ტკივილის გამაყუჩებელ საშუალებებს ადამიანები უხსოვარი დროიდან ეძებდნენ. ძვ. ეგვიპტელები ამ მიზნით ნიანგის ქონს იყენებდნენო, ძველი ბერძნები კი მანდრაგორასგან დამზადებულ ნაირნაირ ნაყენსო, თუმცა ეს საკითხი არ მაინტერესებს და სიტყვის მასალად გამოვიყენე, სადღაც ამოკითხული მოშველიებული ფაქტები. მსურს ტკივილის გაყუჩების შედარებით თანამედროვე საშუალებებზე, უფრო ზუსტად კი ქლოროფორმზე ვისაუბრო, რომელიც 1831 წელს მიუღია აცეტონისა და ეთანოლისაგან ერთ ფრანგ ქიმიკოსს, ეჟენ სუბეირანს.
ეს უსუნო სითხე საერთოდ არავის ეცოდინებოდა, რომ არა ჯეიმს იანგ სიმპსონი, რომელმაც 1847 წლის ერთ საღამოს მისი საკმარისი დოზა საკუთარ თავზე გამოსცადა და ღრმა ძილით დაიძინა. გამოღვიძებულმა სიმპსონმა აღმოაჩინა, რომ ქლოროფორმი თავის საქმიანობაში გამოადგებოდა. იგი კი აკუშერი გახლდათ და ქალების მშობიარობით იყო დაკავებული. ჰოდა მშობიარობდნენ ეს ქალებიც ამის შემდგომ მძინარეები, ქლოროფორმით გაბრუებულნი და ყველა ბედნიერი იყო, თუმცა ანგლიკან მშობელთა კავშირი სიმპსონის წინააღმდეგ აჯანყებულა და უთქვამს, როგორ ბედავო, ღმერთმა ქალებს ტანჯვაში და ტკივილში დაუნიშნა მშობიარობა, აკი ბიბლიაში წერია:
“განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი. და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ.” წიგნი დაბადებისა, თავი 3, 16
ამასთან დაკავშირებით ჯეიმს სიმპსონს ბიბლიის სხვა თავის ციტირება მოუხდენია, სადაც ნათქვამია, თუ როგორ მოჰგვარა ღმერთმა ადამს ძილი, როგორ გამოუღო ნეკნი და შექმნა მისგან ევა. ნიშნი მოუგია ანგლიკან მშობელთა კავშირისათვის, თავად ღმერთი იყენებდა ძილისმომგვრელ საშუალებებს ოპერაციის დროს და მეც რომ გამოვიყენო რა დაშავდებაო, ჰოდა ეს ამბავი ასე მიჩუმათებულა, თუმცა ეკლესია კვლავაც შფოთავდა. ამ ყველაფერს კი წერტილი დედოფალმა ვიქტორიამ დაუსვა, როდესაც 1853 წელს თავისი მერვე შვილი, პრინცი ლეოპოლდი ქლოროფორმის ზემოქმედების ქვეშ ძილში მყოფმა შვა, რის შემდეგაც ქლოროფორმის გამოყენება ფართო მასებმა დაიწყეს.
P. S. ოპონენტების წესდების სიღრმისეულად ცოდნა ხანდახან აუცილებელი და სასარგებლოა ხოლმე.


“ანგლიკან მშობელთა კავშირი” :D :D :D
akunina
January 22, 2010 at 2:04 am
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” :)
litterator
January 22, 2010 at 12:14 pm
არსებობს ასეთი გამოთქმა: ტკივილს უფრო მეტი ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანისათვის, ვიდრე გამაყუჩებელსო.
joliiii
January 22, 2010 at 12:59 pm
ოპონენტების წესდება)))
NO-Spa
January 22, 2010 at 4:59 pm
პ.ს-მ გაასწორა ვიცინე :)
ისე მაგრად მევასება აქ შემოსვლა ისეთ რამეებს ვიგებ არასოდეს რომ არ მომივიდოდა თავში მე თვითონ მომეძებნა : )
ლილიანი - ჩორვენი
January 22, 2010 at 5:06 pm
ქალების მშობიარობით რომ იყო დაკავებული :)))
რითი ხარ დაკავებული კითხვაზე მაგარი პასუხია :)
პრინც ლეოპოლდს კიდევ ჰემოფილია ჭირდა, ვინ იცის იქნებ ანგლიკან მშობელთა კავშირმა ეს მემკვიდრეობითი დავადება სათავისოდ გამოიყენა …
ani4ka
January 22, 2010 at 10:22 pm
როცა ღმერთმა ადამის ნეკნისგან ევა შექმნა, ადამიანები უცოდველი არსებები იყვნენ და ედემის ბაღში ცხოვრობდნენ, ხოლო “ღმერთმა ქალებს ტანჯვაში და ტკივილში დაუნიშნა მშობიარობა” მხოლოდ მას შემდეგ რაც ისინი ედემის ბაღიდან განდევნა. ასე რომ ოპონენტების წესდების სიღრისეულად ცოდნასთან ერთად ქრონოლოგიის ცოდნაც არ გვაწყენდა.
ingula
January 23, 2010 at 12:41 am
ედემის ბაღიდან განდევნისას,ქალს გაცილებით დიდი სასჯელი დაეკისრა ვიდრე მამაკაცს და ეს სასჯელი მხოლოდ მშობიარობას არ ეხებოდა:)…დაბადება-2;16.”და დედაკაცსა მას ჰრქუა: განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი. და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ.”-ანუ მწუხარება ქალს სხვა საკითხებშიც არ მოაკლდებოდა,მათ შორის შედის მამაკაცის ბატონობა(ფართო გაგებით) ქალზე,ამ შემთხვევაში ცოლზე:)
ქეთი
March 15, 2010 at 1:15 am
“მმკ” vs “უმტკივნეულო მშობიარობა”
ზემოდან ბრძანება მოვიდა, შვით ტანჯვაში და ტკივილშიო და ვინ ვართ (ადამიანებს ვგულისხმობ ზოგადად), რომ ეწინააღმდეგბით ამას?!
Nazgha
February 1, 2010 at 1:18 pm
მძინარე ქალი როგორ მშობიარობდა? :სპყ:
Antigone
April 1, 2010 at 9:39 pm