დენ ბრაუნის უსაზღვრო ფანტაზია

ამას წინათ გავიგე, რომ საათის მაღაზიებში გასაყიდ საათებზე სულ მუდამ ერთი და იგივე დრო არის დაფიქსირებული: ათი საათი და ათი წუთი. მივგუგლ–მოვგუგლე და სიმართლეს ჰგავს, სიღრმეებში არ ჩავსულვარ. ერთ–ერთ საიტზე ამ ფენომენს პრაქტიკულობით ხსნიან, თითქოს ეს იმიტომაა გაკეთებული რომ დაბლითა ნაწილში დამატებითი ფუნქციები ჩანდეს. მეორე ვერსიით ეს ღიმილს გამოხატავს და პოზიტიურობით მუხტავს პოტენციურ მყიდველს (PR Bullshit!) და ა.შ. ყველაზე საინტერესო ვერსია მწერალ დენ ბრაუნს ეკუთვნის:
იგი, როგორც მას სჩვევია ხოლმე, აქაც შეთქმულების თეორიას ხედავს. მწერლის აზრით საათის ისრების ამდაგვარი ურთიერთგანლაგება ერთ–ერთი უძველესი ანტიფაშისტური ორგანიზაციიდან მომდინარეობს. 10 საათი და 10 წუთი თავის თავში იტევს შეტყობინებას, რომ ბრძოლა გრძელდება… ბრძოლა ფაშისტების წინააღმდეგ. ამ შეტყობინების არსს მწერალი ასე ხსნის: საათის ისრებს შორის შექმნილი კუთხე 115 გრადუსს შეადგენს. ცელსიუსის შკალაზე 115 გრადუსი ეს არის ტემპერატურა, რომელზედაც დუღს ანტიფრიზი. ანტიფრიზი რა შუაშიაო იკითხავთ თქვენ! – რა შუაშია და “ანტიფრიზ”–ი თანაჟღერადია “ანტიფრიც”–ისა, რაც არც მეტი და არც ნაკლები იმ უძველესი ფაშისტური ორგანიზაციის სახელწოდება ყოფილა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს აქტიურად ებრძოდა მესამე რაიხს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე და რომელშიც უმეტესწილად ევროპელი მესაათები ყოფილან გაერთიანებულნი, რომლებიც ასაფეთქებელ მოწყობილობებზე საათის მექანიზმებს ამონტაჟებდნენ და ადოლფ ჰიტლერს ნერვებს უშლიდნენ…
პ. ს. ამ კაცის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს…


ძალიან საინტერესო განმარტებაა, ახლა დავაკვირდები საათებს :)))))
litterator
February 2, 2010 at 5:34 pm
ძალიან საინტერესოა, ახლა დავაკვირდები საათებს :))))
litterator
February 2, 2010 at 5:35 pm
საინტერესო მოსაზრებაა, დიდი სიამოვნებით დავიჯერებდი.
ingula
February 2, 2010 at 5:39 pm
ნუ საქართველოში საათები ძერსკები არიან და არ არიან გაჩერებულები :D
p.s. sg im kacs:D
Dixtosa
February 2, 2010 at 5:40 pm
^iyos inglisuri shriftiT ras erCi :D :D
Dixtosa
February 2, 2010 at 6:27 pm
კი, ეგ ვიცოდი, რომ მექანიკურ საათებს 10:10–ზე აჩერებენ, რომ უკეთ ჩანს მარკა–გაფორმებები და ნავაროტკები, თან – V-ს გავსო და ციფრები რომც არ ეწეროსო, ინტუიტიურადო ადამიანი მას სწორად დაიჭერსო.
მაგრამ მე მაშინ იმან გამაოცა, რომ ელექტრონული საათების რეკლამაშიც 10:10 იყო დაფიქსირებული.
აი, უაზრო ინერციაც ამას ქვია!
ეგ სტატია შენახული მქონდა და შეკითხვის გაკეთება მინდოდა :( . ბოროტო!
არადა – ციფრები, მგონი, ელექტროზე ჯობდა განსხვავებულები დაეწერათ, რომ წერტილების რაოდენობა და კუთხე და ხარისხი უკეთ წარმოეჩინა.
დენ ბრაუნს რაც შეეხება, მის ფანტაზიაში ეჭვიც არ მეპარება! უდავოდ, ნიჭიერი კაცია! :D
akunina
February 2, 2010 at 6:33 pm
დენ ბრაუნს მაგრად შიგა აქვს :)
მარა ისე მევასება, საინტერესო მწერალია :))
ხოდა, საათებზე მართლაც ეგრეა, თუმცა ყველაზე არა – დაახლოებით 90%.
dv0rsky
February 2, 2010 at 6:43 pm
http://netlore.ru/10-10-watches
არამარტო დენ ბრაუნი, ბევრი ეძებს დამთხვევებს.
ნახეთ ეს ლინკი
akunina
February 2, 2010 at 6:54 pm
გაოცებული ვარ, რამდენი დამთხვევა შეიძლება იყოს სამყაროში… ამზე ბევრი მიფიქრია ხოლმე და მხოლოდ საათების შემთხვევა არ არის ისე, საქართველოში საათების მაღაზოებში ყველა საათი მოქოილი სახით იყიდება და თბილისი დროს აჩვენებს.
მე “ღიმილის თეორიას” უფრო ვემხრობი, რადგან არაცნობიერი მარკეტინგული ხერხები ძალიან ამართლებს.მომხამრებლის ფსიქოლოგიაში ბევრი წერია ამაზე
ნინო
February 3, 2010 at 11:29 am
ეკა, “უაზრო ინერციით” სვსეა ჩვენი ცხოვრება :)
ზაქრო
February 3, 2010 at 2:02 pm
საინტერესო პოსტია უდაოდ
:)
თუმცა მე მაინც პრაქტიკულობის თეორიას ვემხრობი :)
hexe
February 3, 2010 at 3:20 pm
საინტერესოა
lasha
February 3, 2010 at 6:39 pm
ჰმ, საინტერესოა, დავაკვირდები მაღაზიაში. მე მაქვს Ulysse Nardin-ის რეკლამები, სადაც 20:20-ია. აი მაგალითად:
http://tevami.com/wp-content/uploads/2008/12/ulysse-nardin-watches-300×300.jpg
kru
February 4, 2010 at 3:12 pm
20:20??? უკუღმართო! :P
ხო, მაგ რეკლამაში სხვანაირად ის წარწერები დაიფარებოდა.
akunina
February 5, 2010 at 12:07 pm
მე მაინც მგონია, ფოტოს ისე იღებენ, რომ მაქსიმალურად ჩანდეს ყველა დეტალი. სადღაც შეიძლება V-victory-ს ასოციაციასაც იწვევს 10:10 კუთხე, არასიმეტრიულად ჩამოყრილი ისრები რაღაც არამიმზიდველია
kru
February 5, 2010 at 4:30 pm
ვინ იცის,იქნებ მოსემ 10:10-ამ დროს ჩამოიტანა ათი მცნება სინას მთიდან…ბიბლიის თანახმად 10-მიწიერ ციფრად ითვლება:)
ქეთი
March 15, 2010 at 1:23 am