ეშმაკური გარიგება

გუშინ სიზმარი ვნახე. ჯოჯოხეთში მოვხვდი, სადაც ეშმაკების უსტაბაშმა მკითხა – ინგლისური და კომპიუტერი იციო?! – კი მეთქი. ეშმაკს თვალებმა ციმციმი დაუწყო და თავისთვის ჩაილაპარაკა – ახლავე შევამოწმებთო. მოიტანა რაღაც ჯართი კომპიუტერი. კლავიატურაზე ყველა ასო წაშლილი იყო, ერთადერთი ასო C ბზინავდა ხელუხლებლად. მომიტრიალდა და ასეთი რამ შემომთავაზა – გახსენი ტექსტური რედაქტორი და დაიწყე თვლა ინგლისურადო, როგორც კი ასო C–ის გამოიყენებ იმწამსვე სამოთხეში მოხვდები და თუ მანამდე შეწყვეტ აკრეფას, მაშინ ჯოჯოხეთში გელის საუკუნოდ ყოფნაო. მე გახარებული დავთანხმდი და დავიწყე კრეფა: one, two, three, four, five, six, seven, eight, nine, ten… ეშმაკს ვუთხარი ფრანგული რომ იყოს ან იტალიური, რა მოხდება მეთქი?! – ეშმაკმა ჩაიცინა და მითხრა, ჩვენ ინგლისურზე შევთანხმდითო… არადა ფრანგულად – un, deux, trois, quatre, cinq – და ეგრევე სამოთხის ვიზა მექნებოდა გამოწერილი… გავაგრძელე კრეფა – eleven, twelve, thirteen, fourteen, fifteen, sixteen, seventeen, eighteen, nineteen… რაც უფრო იზრდებოდა რიცხვი, მით უფრო დიდი ხანი ვუნდებოდი კრეფას, რომ გამეღვიძა სადღაც მილიონამდე ვიყავი ასული, მთელი დარჩენილი სიზმარი ვკრეფდი და რომ გავიღვიძე აღმოვაჩინე, რომ პირველი რიცხვი, რომელშიც C გვხვდება არის… რომელია აბა?!


“მომიტანა რაღაც ჯართი კომპიუტერი” :) – ნეტავ, ჯოჯოხეთშიც თუ ჰყავთ თავიანთი გიგი უგულავა და ხმების მიცემის სანაცვლოდ ჰპირდება, ინგლისურს და კომპიუტერს გასწავლითო :)
sandro
February 11, 2010 at 2:10 pm
მეც მინდა მასეთი სიზმარი!
ingula
February 11, 2010 at 7:05 pm
რომელმა დაგაინტერესა ,ingula,ჯართმა კომპიუტერმა,ჯოჯოხეთმა თუ ინგლისურის და კომპიუტერის შესწავლამ?
joliiii
February 11, 2010 at 8:57 pm
სიზმრის ორიგინალურობამ :)
ingula
February 11, 2010 at 10:52 pm
:D ისემც შენ რა გითხარი, ეს რო სიზმარი იყო :D
WDC
February 12, 2010 at 6:03 am
რაც გენებოს ის უთხარი….:-)
nanuka
February 14, 2010 at 9:12 pm
century :)
Ladybird
February 12, 2010 at 2:05 pm
ისე რაღაც არც მე არ მჯერა რომ ეს სიზმარი იყო… ასეთი თანმიმდევრული და დალაგებული სიზმარი პირველად მესმის…
nino
February 12, 2010 at 3:50 pm
შენ გჯერა და მე ვიცი, რო არ ყოფილა ;)
WDC
February 14, 2010 at 3:02 am
ლინგვისტუსს შემთხვევით საიათნოვაც ხომ არ გინახავს?:)
nanuka
February 12, 2010 at 10:27 pm