ფრანგული Nevermore

კუნძულ სიტედან არკოლის ხიდზე რომ გადახვალთ და კუნძულ სენ–ლუის მიმართულებით სენას რომ ჩაუყვებით, ძვ. რომში იმპერატორ ნერონის დროს წამებული წმინდანების, გერვასისა და პროტასის სახელობის ეკლესიას მიადგებით, რომელსაც პარიზელები შემოკლებით სენ–ჟერვეს უწოდებენ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ეკლესიაა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მომეჩვენა, ვერაფრით გამორჩეული… დახუნძლული პატარ–პატარა ქანდაკებებითა და ნაირ–ნაირი გოთიკური ზიზილ–პიპილოებით. ამ ეკლესიის უმთავრესი ღირსშესანიშნაობა პარიზში ერთ–ერთი უძველესი ორგანი ყოფილა, რომელიც მე არ მინახავს, ვინაიდან ეკლესიაში არ შევსულვარ, მხოლოდ იმ ხედით შემოვიფარგლე, რომელიც ვიკიპედიიდან აღებულ სურათზეა დაფიქსირებული. ფასადის თვალიერებისას, ხემ, მთლიანად რომ ფარავს მის ცენტრალურ ნაწილს, ნერვები მომიშალა და ჩემთვის ვიფიქრე, აქამდე პატრონი როგორ არ გამოუჩნდა, რომ მოეჭრა და ფასადიც მთლიანობაში გამოჩნდებოდა მეთქი?! ამის შემდეგ გავაგრძელე ჩემი გზა და სენ–ჟერვეს ეკლესია არც კი გამხსენებია.
დღეს ფრანგულ გამოთქმებსა და ხატოვან ფრაზებს ვათვალიერებდი. ერთ–ერთი მათგანი ასე ჟღერდა: Attendez-moi sous l’orme, რომელიც თარგმანში “თელის ქვეშ დამელოდეს” ნიშნავს. იმწამსვე თელების ქუჩაზე მოსიარულე კოშმარი გამახსენდა და დალასში თელების ქუჩაზე მოკლული კენედი. მეტი ამ ხის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია, შესაბამისად დამაინტერესა ნეტა რას უნდა ნიშნავდეს თელის ქვეშ დალოდება მეთქი და გუგლვა დავიწყე. ბევრი ვგუგლე თუ ცოტა, 1868 წელს გამოცემული ფრანცისკ მიშელის 60 გვერდიანი ნაშრომი ვიპოვე, რომელიც კონკრეტულად ამ ფრაზას ეძღვნება, სადაც ძალიან ბევრი უინტერესო და მოსაწყენი გვერდი აღმოჩნდა, თუმცა ის მაინც გავიგე, რომ “თელის ქვეშ დამელოდეთ” ნიშნავს დაპირებას, რომელსაც არასოდეს შეასრულებენ.
ყველაზე საინტერესო კი ამ ფრაზის ეტიმოლოგია აღმოჩნდა, რომელიც სენ–ჟერვეს ეკლესიის წინ თავმომწონე ხეს უკავშირდება. ეს ხე ამ ადგილას თურმე მეათე საუკუნიდან არსებობს. ის ჯერ კიდევ მაშინ ხარობდა, სანამ სენ–ჟერვეს ეკლესიას ააშენებდნენ პარიზის ძველი ეკლესიის ადგილას. არავინ იცის ეს ხე მერამდენე თაობაა, არც ის თუ მერამდენედ გაახარეს ყლორტი ბებერი წინაპრის ფესვებზე, თუმცა უკვე ტრადიციად ქცეულა, რომ ეს ხე აქ უნდა იყოს და უნდა ფარავდეს სენ–ჟერვეს ეკლესიის ფასადს. მარეს კვარტლის მაცხოვრებლებს შუა საუკუნეების პარიზში ერთი ჩვეულება ჰქონიათ: ამ ხის ქვეშ მევალე და მოვალე იკრიბებოდნენ თურმე და ყველას დასანახად ხდებოდა ვალების გასტუმრება. ვალის გასტუმრება კი ადამიანებს როგორ უყვართ მოგეხსენებათ, ჰოდა შესაბამისად უკვე გასაგები ხდება თუ რატომ ნიშნავს “თელის ქვეშ დამელოდე” ედგარ ალან პოს ყორანისეულ Nevermore-ს.


საინტერესო ამბავია,საკმაოდ კარგი შეკითხვის ,,გამოცხობა,, შეიძლება.ჩვენებურად, როდინობის კვირეში, ან ვირი რომ ხეზე გავა, უშაბათო კვირეში…
joliiii
February 15, 2010 at 11:21 am
შეკითხვის გამოცხობა რომ ყოფილიყო შესაძლებელი, ამ პოსტს აქ ვერ იხილავდით :)
linguistuss
February 15, 2010 at 11:48 am
“Revenons à nos moutons”-ის ეტიმოლოგია არ გაინტერესებს? ისე ეგ გამოთქმები თითქმის აგარ გამოიყენება თანამედროვე ფრანგულში.
Pegi
February 15, 2010 at 12:36 pm
ლინგვისტუს, შენ იმხელა ცოდნა გაქვს, რომ ასეთი შეკითხვები ძალიან სუსტად გეჩვენება, მაგრამ ახლა ჩვენ გვკითხე, უბრალო ხალხს,როგორ გვიჭირს შენი კითხვების გამოცნობა.
joliiii
February 15, 2010 at 12:43 pm
ხო, ცოდნა მართლა იმხელა აქვს, რომ ხშირად გზა-კვალი ერევა და Aბრაჰამ Lინცოლნ-ის წვერებში იხლართება : D :D :D
Pegi
February 15, 2010 at 12:49 pm
მშვენიერი ვერსია იყო, რას ერჩი? :P
linguistuss
February 15, 2010 at 1:06 pm
შავ ყუთში Lincoln-ის წვერი, შთამბეჭდავია მართლა :) საბაშვილებს არასოდეს მოუვიდოდათ თავში მსგავსი ვერსია :D
Pegi
February 15, 2010 at 2:03 pm
ჩაგეძიებით თუ შეიძლება. ეს შავი ყუთი და ლინკოლნის წვერი გასაგებია, მაგრამ შეკითხვა რა იქნება? – “სად იკარგება ვახო თავისი ცოდნით?”
nino
February 16, 2010 at 2:37 pm
სამაგიეროდ, გაიხსენეთ რამდენი აუღებელი კითხვა აუღია ლინგვისტუსს. ხომ გაგიგონიათ ქართული ანდაზა:ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს რომ იწველიდესო.
joliiii
February 15, 2010 at 2:54 pm
ვახო, ერთი შენი ნაცვამი მაისური გადმოუგდე რა ამ შენს ფანს, თორემ ხომ ხედავ რა დღეშია.
Pegi
February 15, 2010 at 3:08 pm
ავტოგრაფიც თუ ექნება მით უკეთესი…:)
nino
February 15, 2010 at 6:53 pm
გეტყობა, ბევრი უჩუქებია შენთვის ვახოს ნაცვამი ტანსაცმელი, თორემ პირველად მესმის ეგ ამბავი. თანაც არ მინდა მაისური, კარგი წიგნები აქვს და ის მაჩუქოს, დიდი სიამოვნებით მივიღებ.
joliiii
February 15, 2010 at 5:04 pm
avoeee!!!!!!!!!!!!!
Pegi
February 15, 2010 at 8:38 pm
არავის არაფერს არ ვჩუქნი და თუ შეიძლება შეწყვიტეთ უსაგნო კამათი :)
linguistuss
February 15, 2010 at 5:36 pm
ბატონო linguistuss როგორი ხელგაშლილი ყოფილხართ :P
ingula
February 16, 2010 at 11:32 am
რას ერჩით? ძალიანაც უხდება ეს ხე ფასადს :)
sandro
February 16, 2010 at 8:40 pm
სად ხარ ,ვახო, მაიკას ველოდები წარწერით!
joliiii
February 18, 2010 at 12:24 pm
მოძებნეთ თელა და ჩრდილში დაელოდეთ მაიკებს :)
NO-Spa
February 24, 2010 at 1:42 pm
LINGUISTUSS ,,25tebervals ar gilocav”….:):):)
nino
February 25, 2010 at 5:12 pm
ლინგვისტუსისთვის 25 კი არა 22 თებერვალი უნდა მიგველოცა:)
sandro
February 25, 2010 at 7:10 pm
რა ხდებოდა 22 თებერვალს?:)
nino
February 25, 2010 at 10:41 pm
ჰმმ ამ თელის ამბავი რომ მცოდნოდა ხომ ვნახავდი იქა :)
ამ ფრაზას უმალვე მოვუძებნე გამოყენება, შენ გაიხარე,, კი ვერ მიხვდება ადრესატი,მაგრამ იქნებ შენსავით მოიძიოს
მაგრამ არაა, მაგის შანსიც არაა
ეჰჰ
ჰოდა იყოს ესე მე ხომ ვიცი და ლინგვისტუსის ერთგულმა მკითხველებმაც ხომ ვიცით :) :ჵ
pelagiaa
April 19, 2010 at 5:26 pm