ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

გრადუსებზე და წამებზე

with 20 comments

შეიძლება ვინმემ არ იცის, ასეთები დარწმუნებული ვარ მრავლად არიან, თუ საიდან წარმოდგება სამოცად დაყოფის პრაქტიკა დროისა და კუთხეების ათვლისას. ჰოდა, სპეციალურად მათთვისაა ეს ტექსტი, რომელიც ძველი ჟურნალების ფურცლვისას შემომხვდა…

ძველ შუამდინარეთში, ტიგროსისა და ევფრატის აუზში ძველი შუმერები სახლობდნენ, რომელთაც საგრძნობი კვალი დატოვეს კაცობრიობის ისტორიაში. მავანნი იმასაც ამტკიცებენ, რომ შუმერები ქართველების წინაპრები არიანო, თუმცა ამ თემას მოდით გვერდი ავუაროთ და ძვ. შუმერთა მათემატიკურ მიღწევებზე შევაჩეროთ ყურადღება, რომელიც თავის მხრივ განვითარებული ვაჭრობით იყო განპირობებული.

შუმერებს არამხოლოდ ბორბალი, ირიგაცია და დამწერლობა გამოუგონიათ. მათ ასევე აღებ–მიმცემობის ერთეულის, ე.წ. ფულადი ერთეულის შექმნის პირველობასაც მიაწერენ. მათ ფულად ერთეულს მინა ერქვა და ის ვერცხლის ულუფას წარმოადგენდა, რომელსაც ჩვეულებრივ ორ ნაწილად ყოფდნენ, ვინაიდან 1 მინის მსყიდველობითუნარიანობა საკმაოდ მაღალი იყო. თითოეული ნახევარი თავის მხრივ კი სამ ნაწილად იყოფოდა და საბოლოო ჯამში ძვ. შუმერებს შორის მეექვსედი მინის შესაბამისი ვერცხლის ულუფები მიმოიქცეოდა.

შუამდინარეთში შუმერების მახლობლად კიდევ ერთი ხალხი სახლობდა, აქადეველები, რომელთა ფულად ერთეულსაც შეკელი ეწოდებოდა. როგორც ჩანს აქადეველთა “ვალუტა” არც თუ ისე მყარი იყო მინასთან მიმართებაში – მეექვსედი მინა 10 შეკელში იცვლებოდა, რაც ჯამში ჩვენთვის საინტერესო კურსს იძლეოდა: 1 მინა უდრიდა 60 შეკელს. ამასთან 60 ძალიან საინტერესო რიცხვია და გამყოფების დიდი რაოდენობით გამოირჩევა. ის უნაშთოდ იყოფა 2 , 3,  4, 5, 6–ზე და შესაბამისად ხურდის მიცემა ერთობ მოსახერხებელი იყო.

ძვ. ბაბილონელებმა რიცხვი 60 თვლის ერთეულად აირჩიეს და შესაბამისად სამოცობით არამხოლოდ აღებ–მიმცემობის დროს აზროვნებდნენ შუამდინარელები. მათ ერთი მინა წრეს შეუსაბამეს და მისი ნაწილები 60 ნაწილად გაყვეს. ასევე პატარა ნაწილები კიდევ სამოცად და ა.შ. შესაბამისად შემთხვევითი არ არის, რომ 1 გრადუსის მესამოცედ ნაწილს მინუტი ჰქვია, 1 მინუტის მესამოცედ ნაწილს კი სეკუნდი.

ძვ. ბერძნების, არაბებისა და დას. ევროპული მათემატიკური სკოლების წარმომადგენლებმა აჩვენეს, რომ სამოცობითი სისტემა ძალიან მოსახერხებელია, თუმცა ამავდროულად მოუხერხებელიც. მისი მოხერხებულობა ზემოხსენებული გამყოფების სიმრავლითაა განპირობებული, მოუხერხებლობა კი – პოზიციური ჩანაწერის სირთულით. სამოცობით სისტემაში 60 სიმბოლოა საჭირო რათა პოზიციური ჩანაწერი ვაწარმოოთ.

რადიკალურად მოაზროვნე პირები იმასაც კი ამბობდნენ, რომ ორი განსხვავებული სისტემა ზედმეტია და ერთ–ერთი მათგანი უნდა დარჩესო, თუმცა ჩემს მეზობელ ლამარასთან ახლა ვინმე რომ მივიდეს და უთხრას, რომ ამიერიდან საათში 60 წუთი აღარ არის და 10 ნაწილად იქნება დაყოფილი, ნამდვილად იფიქრებს, რომ ეხუმრებიან და განაგრძობს ღვეზელების ცხობას, ამიტომ სისადმინების პრაქტიკული რჩევა კვლავაც ძალაში რჩება: თუ მუშაობს, ხელი არ ახლო!

Advertisement

20 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. არავინ გაბედოს ლამარასთან მისვლა და ღვეზელების ცხობაში ხელის შეშლა, ღვეზელები რომ არ ეჭამათ(ანუ რომ არ გამოკვებილიყვნენ) ვერც ისინი დაყოფდნენ 60 ნაწილად ვერაფერს.

    joliiii

    March 1, 2010 at 4:40 pm

  2. ლინგვისტუს, ქართული დაგეკარგა პოსტების წერაში

    NO-Spa

    March 1, 2010 at 4:52 pm

    • ნუ სწუხარ, აუცილებლად ვიპოვი :)

      linguistuss

      March 1, 2010 at 5:18 pm

  3. ჭიანჭველას სთხოვეთ და გაპოვნინებთ.

    ingula

    March 1, 2010 at 5:27 pm

  4. მგონი 60 კი არა, არამედ 12 იყო ამ სისტემის საზომი ერთეული.
    და შესაბამისად დუოდეციმალური სისტემა ქვია.

    სწორედ ამიტომ გვაქვს 12 საათი დღის და 12 საათი ღამის განმავლობაში.

    და 60 კი 12-ჯერ ხუთია :)

    Dv0rsky

    March 1, 2010 at 6:14 pm

  5. ანუ ეხლა რომელი საათია? :D

    rodrigo santoro

    March 1, 2010 at 6:26 pm

    • მაგას ლამარას თუ კითხავ, აქ უფრო რთულად აზროვნებენ :)

      ნინო

      March 2, 2010 at 3:20 pm

  6. რაღაც აღარ იბეჭდება ამ ბლოგზე ახალი და ნეტა რატო ?

    atila

    March 6, 2010 at 2:23 am

    • შემოქმედებითი კრიზისი მაქვს :)

      linguistuss

      March 6, 2010 at 2:25 am

      • ნუ სწუხარ, აუცილებლად დაძლევ :)

        NO-Spa

        March 8, 2010 at 1:49 am

  7. 8 მარტი მაინც მოგვილოცე

    joliiii

    March 8, 2010 at 8:37 pm

  8. ლინგვისტუს დედამიწა რომ გადაიხარა ეს ცვლილებებს ხომ არ გამოიწვევს ამ პოსტში? :)
    ვაი რა მაცინებს გული მისკდება ამ გადახრილი დედამიწის გამო:(

    ნინო

    March 16, 2010 at 1:15 pm

  9. მაგრად მოეჭიდე არარატის მთას და რას დაგაკლებს გადახრილი დედამიწა:))))

    joliiii

    March 17, 2010 at 11:23 am

  10. ვახო სუპერლიგის შეკითხვები ბლოგზე ან ფორუმზე დადე რა

    atila

    March 21, 2010 at 11:03 pm

  11. ვნახავთ სხვებიც, ჩვეულებრივი მოკვდავნიც :)

    atila

    March 21, 2010 at 11:04 pm

  12. მავანნი იმასაც ამტკიცებენ, რომ შუმერები ქართველების წინაპრები არიანო, თუმცა ამ თემას მოდით გვერდი ავუაროთ და ძვ. შუმერთა მათემატიკურ მიღწევებზე შევაჩეროთ ყურადღება, რომელიც თავის მხრივ განვითარებული ვაჭრობით იყო განპირობებული.

    ცოტა გაუმართავი მომეჩვენა ეს წინადადება, აზრობრივად და გრამატიკულად. უფრო სწორად გრამატიკულად და აქედან გამომდინარე აზრობრივად. …რომელიც თავის მხრივ… რომელი რომელიც? მათემატიკური მიღწევები? თუ ყურადღება? მე მგონია რომ იკითხება ასე, თითქოს ყურადღება როგორც სუბიექტი, იმიტომ რომ ის შევაჩერეთ რაღაცაზე, შესაბამისად ეს ყურადღება იყო განვითარებული ვაჭრობით? ალბათ სხვა წყობა უნდა ქონდეს წინადადებას, ან უფრო ამრტივ წინადადებებაბდ დაიშალოს…

    მე მაპატიე ვაახო და შენივე ბლოგის ძირიტადმა შინაარსმა დამაყენა ასეთი განსჯების ხასიათზე… :)))))

    კვალში ჩაგიდექი.

    S.P.

    June 29, 2010 at 11:40 pm

  13. და ეს სურათი რა შუაშია?

    გიო

    June 1, 2011 at 9:27 pm

    • შეკითხვას რომ დაიწყე კავშირით ”და”, ეგ ”და” რა შუაშია?

      me

      June 19, 2011 at 8:29 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

Gravatar
WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers