ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ბიბლიოფილის საოცნებო წიგნების თარო

with 25 comments

აი, ეს წიგნის თარო მინდა. დავალაგებდი ჩემს “ხელშეუხებელ სექციას”, საიდანაც უცხო ან ნაცნობ პირებზე წიგნების თხოვება და გასხვისება მისი უდიდებულესობა, ლინგვისტუსის კანონმდებლობითაა აკრძალული. ჰოდა, ასი წლის შემდეგ ეს ჩინებული კონსტრუქცია, რომელიც იმედი მაქვს რომ მუხისგანაა გაკეთებული, საბოლოო დახმარებას და სამსახურს გამიწევდა. მისი დიზაინი უილიამ უორენმა შექმნა 2005 წელს და მას “Shelves for life” უწოდა. მათ, ვისაც აინტერესებს თუ რაში გამოიხატება ამ წიგნების თაროს უჩვეულოობა და რითი განსხვავდება ის, მისი მსგავსებისაგან, გადავდივართ ამ ბმულზე და ვნახულობთ, თუ რისი მიღება შეიძლება თუკი, თაროს დავშლით და ამ ნახაზებით ვიხელმძღვანელებთ.

Written by linguistuss

May 14, 2010 at 9:43 pm

25 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ყველაფერი ვიფიქრე ამის გარდა:DD მაგარი იყო ;)

    rodrigo

    May 14, 2010 at 9:51 pm

  2. ვაიმე, ვახოოოო!
    წიგნებთან ერთად გინდა, რომ დაიმარხო???
    არც იქ უნდა დაისვენო???

    akunina

    May 14, 2010 at 10:21 pm

    • რატომაც არა;-)

      QETI

      May 15, 2010 at 2:59 pm

  3. ამ თაროს უნდა ერქვას “Memento mori” : )

    keti

    May 14, 2010 at 10:40 pm

  4. გენიალურია

  5. ნუ თავისი საუნჯე მიაქვს ადამიანს, რა ქნას :)))

    mtsiri

    May 15, 2010 at 12:54 am

  6. ასე ქენი ვახო მოიმზადე წინასწარ :D:D

    anushka

    May 15, 2010 at 1:37 am

  7. სულაც არ მინდა მასეთი წიგნების თარო, რა უბედურებაა, ყოველდღე რომ უყურებ და ფიქრობ: “ერთ დღეს ამით გამასვენებენ”

    ingula

    May 15, 2010 at 10:12 am

  8. ძალიან კარგი იდეაა :) მომწონს !!! წიგნებს რომ თან მატანენ ვიცი და ახლა ამ იდეასაც შევთავაზებ მათ, იქნებ ჭკუაში დაუჯდეთ :))))))))))

  9. მარაზმი გაქვს

  10. უიმე! :(

    კანარიო

    May 15, 2010 at 1:21 pm

  11. ისე ამ თაროს ამჟამინდელ პატრონს კი ეტყობა რა ბიბლიოფილიცაა :D

    kilvater

    May 15, 2010 at 4:55 pm

  12. ეს ვის ხელში ჩამაგდეთ, ხალხი ხართ თქვენ?

    ბროლის ბუ

    May 15, 2010 at 5:32 pm

  13. :D:D

    mtsiri

    May 15, 2010 at 9:19 pm

  14. პტიჩკუ ჟალკო :))
    საწყალი ბუ

    fiqro

    May 16, 2010 at 12:13 am

  15. ყველაზე ღირებული და პრაქტიკული შენაძენი იქნება მთელი ცხოვრების მანძილზე. მეც მინდა და კიდევ–”უცხო ან ნაცნობ პირებზე წიგნების თხოვება და გასხვისება მისი უდიდებულესობა, ლინგვისტუსის კანონმდებლობითაა აკრძალული– ეს მომეწონა.

    Georgiangirl

    May 16, 2010 at 12:57 am

  16. ეს ის შემთხვევაა როდესაც თავისუფლად და თანაც სინდისის ქენჯნის გარეშე შეიძლება თქვა: “შენი კუბო დავდგი” :D:D:D

    nin

    May 17, 2010 at 11:34 am

  17. აი ასეთი, მაგალითად.
    http://bit.ly/bLzlhY

    Lord Vader

    September 2, 2010 at 1:38 pm

    • ეგეც აქვს ამ ბლოგის პატრონს :)))

      litterator

      September 2, 2010 at 1:51 pm

      • ჰოდა, რაღას გვერჩის? :)

        Lord Vader

        September 2, 2010 at 3:07 pm

        • არაფერი უბრალოდ იდეებს გვიზიარებს :))

          litterator

          September 2, 2010 at 3:26 pm

  18. რეავი.. რა აქვს მაგას ბიბლიოფილის საოცნებო… :)

    უნდა იყოს დახურული, შუშის “სლაიდერებით” თითოეულ სართულზე. ქვემოთ, ერთი ან რამდენიმე სართული გაუმჭირვალე კარებით – გაცვეთილი წიგნებისთვის.

    უფრო კარადა გამოდის, მაგრამ მაინც… :)

    Exim

    November 11, 2010 at 2:12 pm

  19. მეც მინდა ესეთი წიგნების თარო

    სანდრო ქიტიაშვილი

    January 31, 2011 at 9:54 pm

  20. ეგეთი უნდა დამეწერა

    სანდრო ქიტიაშვილი

    January 31, 2011 at 9:55 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 65 other followers