ირკოჩერვო, ანუ თხარირემი

გასული საუკუნის 90–იანებში უმბერტო ეკომ ჟურნალ “ესპრესოს” მკითხველები ერთ, ერთი შეხედვით უწყინარ თამაშში ჩაითრია, რომელსაც მან ირკოჩერვო უწოდა (hircus – ლათინურად თხა და cervus – ირემი). ირკოჩერვო, ანუ თხარირემი გამოგონილი არსებაა, რომელსაც ბორხესმა არ დასდო პატივი და გამოგონილი მონსტრების წიგნში არ მოიხსენია, თუმცა პლატონი მას დიალოგებში “ტრაგოელაფოსის” სახელით იცნობს, რომლის საშუალებითაც მან რეალურ და იდეების სამყაროებს შორის განსხვავებას გაუსვას ხაზი და აჩვენა, თუ რაოდენ მწირია ჩვენი რეალური სამყარო. პლატონმა სოკრატეს პირით თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრაგოელაფოსი რეალურ ცხოვრებაში არ გვხვდება მისი იდეა იდეების სამყაროში არსებობს და, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლებაო.
უმბერტო ეკომაც ჩათვალა, რომ სახალისო იქნებოდა არარსებული მწერლების და მათი შესაძლო ნაწარმოებების გამოგონება, რომლებიც რეალურ სამყაროში არ არსებობენ, თუმცა რა უფლება გვაქვს დავუშალოთ ვინმეს ფიქრი მათ შესახებ?! ეკო იმასაც აღნიშნავს, რომ კენტავრი თავიდან მხოლოდ ცარიელი იდეა იყო ცხენკაცის სახით და მას ძველმა ბერძნებმა მთელი რიგი სიმბოლური დატვირთვები მიაწერესო. ამგვარად ჩემი ირკოჩერვო არ დამიჩაგროთ და ბალახი აჭამეთო. ჰოდა, დაიძრა ფიზიკური და ელექტრონული წერილების არმია “ესპრესოს” რედაქციაში, მაგრამ ეს თამაში იმდენად ზედმეტად აღმოჩნდა მიბმული იტალიურ ენაზე, რომ თითქმის არც ერთი მათგანი არ ექვემდებარება თარგმნას და აი, აქ იწყევლა თავ–ბედი ლინგვისტუსმა…
ბოლო რამდენიმე დღეა ვცდილობდი იტალიური ირკოჩერვოები გამექართულებინა, ან რაც არ გაქართულდებოდა საბოლოოდ დამევიწყებინა და ჩემი თხარირმები მომეფიქრებინა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ათიოდე მათგანს მაინც მოვუყარე თავი ერთ მშვენიერ რემაში და ამ პოსტში გავუშვი საბალახოდ. რამდენად შევძელი უმბერტო ეკოს, თუ სხვა იტალიელი გონებამახვილების იდეების გადმოცემა, თხარირმებისთვის ბალახის ჭმევა და მათი არ გაბრაზება ამისი განსჯა თქვენთვის მომინდვია. მათ, კი ვისაც იტალიური ირკოჩერვოების გაცნობა სურს, შეუძლია შემდეგ ბმულებს (ბმული #1, ბმული #2) ეწვიოს და ზედმეტი შეკითხვები კომენტარებში არ დასვას.
- მარსელ პროსტი – “ბოქსებში დაკარგული დროის ძიებაში”
- უმბერტო ეგო – “ჩემი სემიოტიკა”
- ანკა მორჩილაძე – “ფალიაშვილის ქუჩის ქალები”
- იგორ სტრავისკი – “პეტრუშკა დენიელსი”
- ევარისტ გალუაზი – “მწეველები კვდებიან ადრე”
- ლევ ტოლსტოევსკი – “ანა სადომაზოვი”
- მარქს პლანკი – “კვანტური მექანიკის მანიფესტი”
- ართურ ქენონ დოილი – “გაიღიმე უოთსონ, ჩიტი გამოფრინდება”
- როკო ზიგფრიდი – “ბრუნჰილდა – ნიბელუნგების ბეჭედი”
- როლან ბარტეზი – “თავზე კოცნის ხელოვნება”
- ვუდი ელაიენი – “ყველაფერი, რაც გაინტერესებდათ უცხოპლანეტელებზე და კითხვას ვერ ბედავდით”
- რიჩარდ ნიკონი – “მეც მინდა მონიკა ლევინსკი ობიექტივში გავახედო!”


მე მომხრე ვარ იმის, რომ კითხვების დასმა დაიწყო ისევ :)
ლიტერატორი
May 29, 2010 at 12:13 am
ისე რაც კითხვების წერას ,,დაანებე” (ჯერ-ჯერობით)თავი ბლოგი უფრო ნაყოფიერი გახდა. ძალიან საინტერესო მასალებს ტვირთავ.რისგანაც ადრე სავარაუდოდ კითხვები დგებოდა.IMHO ძალიან კარგი პოსტია. :)
atila
May 29, 2010 at 12:21 am
ძალიან მომეწონა. აღფრთოვანება არ მჩვევია ხოლმე და ძლივს შევიკავე თავი აღფრთოვანებისაგან : )))
ორჰან ჰარუკი_ მე მქვია ცხვარი :D
anina
May 29, 2010 at 12:44 am
რამდენიმე “თხაირემს” მეც დავწერ :)
ამელია ჰესი – “როგორ გადავუფრინოთ ატლანტიკას”
ნოდარ კამპანელა – “მე ვხედავ ჰელიოპოლისს”
ერნსტ ჰეთეევეი – “იქ, სტენდფორდში”
პ.ს. თუ ვერ მიხვდით, აღსნებს დავწერ :)
პ.პ.ს. მგონი არც ისე კარგი გამომივიდა :D
blumgardt
May 29, 2010 at 1:33 am
მე ყველაზე ძალიან ეს მომეწონა:
ევარისტ გალუაზი – “მწეველები კვდებიან ადრე”
ჟანრის კლასიკაა, ასეთი უნდა იყოს იდეაში კარგი ირკოჩერვო. დანარჩენები არ გამომივიდა :(
ჯეოპარდიში შეიძლება ირკოჩერვოების თემის გაკეთება, ლოლ
linguistuss
May 29, 2010 at 1:38 am
ჰო, გალუამ მართლა დახურა. თავიდან ვერ მივხვდი, და მერე ისტერიული ხარხარი ამიტყდა :D
ახლა ვფიქრობ ჯეპარდის პაკეტში (სექსტეტს ვწერ ახლა) ჩავსვა თუ არა, მაგრამ მეშინია ვერ გაიგებენ და აუგად “მომიხსენიებენ” :)
blumgardt
May 29, 2010 at 1:48 am
ამ პოსტს ხვალ და ზეგ ყველა ის წაიკითხავს, ვინც მანდ ითამაშებს. ასე რომ აღარ მოგიხსენიებენ :)
linguistuss
May 29, 2010 at 1:52 am
Hermann Hesse Hesse, Il Ciclone nazifascista, es magaria )))
ketusiaaa
May 29, 2010 at 1:57 am
ნუ რა ვიცი, თან მე ვერ დავწერ, კარგ, 5 ირკოჩერვოს.
აი, როგორც მინიმუმ გალუა/გალუაზის სტილის უნდა იყოს.
თან უკვე ვამთავრებ, 1 თემაღა დამრჩა, და მთელი სტრუქტურის გადაწყობა მომიწევს. 10-იანებში უნდა ჩაისვას, დიდ ნომინალებზე სარისკოა გაშვება.
პ.ს. ეს უმბერტო ეკოს იმ წიგნში ნახე, ხომ, გამოფენაზე რომ იყიდებოდა :D მე პირველ თუ მეორე დღეს ვნახე და ყიდვა დავუპირე, მაგრამ ფული ვერ გავიმეტე – ჩემი ბიუჯეტი ვერ გადაიტანდა :D
blumgardt
May 29, 2010 at 2:02 am
ჰო, ეს იმ წიგნში ვნახე “Bustina di Minerva”-ში. სამშაბათს ამაზონიდან ესენი ჩამომდის:
ასე რომ საბლოგი მასალა მაქვს :)
linguistuss
May 29, 2010 at 2:08 am
ეჰ, რა მასალას აფუჭებ :)
აუ, ეს იცი ალბათ – The Hero with a Thousand Faces.
ხომ არ გაქვს ე-ვერსია? მითების არქეტიპული გმირები ჰყავს განხილული. რამდენიმე თვის წინ წავაწყდი ვიკიში და ვერსად ვერ ვნახე, არადა 1949 წლის წიგნია :user:
blumgardt
May 29, 2010 at 2:17 am
შემოდი სკაიპში და მოგცემ მაგ წიგნს :)
თუმცა აჰა ლინკი
linguistuss
May 29, 2010 at 2:29 am
არ მაქვს შენი სკაიპი :D
facebook-ზე მოგწერ ID-ს :)
blumgardt
May 29, 2010 at 2:33 am
სახალისო პოსტია.
ყველაზე მეტად
მომეწონა
ziskara
May 30, 2010 at 2:09 pm
გაიხსენეთ ”აღშფრთოვანებული” ელენე თევდორაძე.
არ ვიცი რამდენად ზუსტია, მაგრამ მასვე მიეწერება ფრაზა: ”ჩვენ უკვე გამოკვლევებულები ვართო”…
karlito
July 11, 2010 at 1:02 am