რა უნდა ლამას ქანდაკების თავზე?

ოდესღაც ერთ პერუელ გოგოს ვიცნობდი, ჯულიანა მარტინოს, რომელმაც ინგლისური უფრო კარგად იცოდა ვიდრე მე და მე ფრანგული უფრო კარგად ვიცოდი ვიდრე – მან. შესაბამისად ჩვენი საუბრები ხან ფრანგლეზე მიდიოდა, ხან კი ფრენგლიშზე. მერე სადღაც დაიკარგა, მგონი ლონდონში წავიდა სასწავლებლად. მერე მე მსნ–მესინჯერი მივატოვე და ყველა ჩემი იქაური ფრენდი დავიწყებას მიეცა. ჰოდა, პირველად რომ შემომიხტა მსნ–ში (“გძე–ტო” 2004/2005 წლებია) და რომ გავარკვიე, რომ პერუელი იყო, დავაპირე მთელი ჩემი ცოდნის გამომჟღავნება ამ ქვეყნის შესახებ. კარგად მახსოვს, რამდენიმე ქალაქის, რამდენიმე მწერლის, ფულის ერთეულის და სახელმწიფო ენების მეტი ვერაფერი გავიხსენე. შემდეგ მიყვებოდა ახლაო, საპრეზიდენტო არჩევნებიაო. რამდენიმე კანდიდატიაო: ერთს ამერიკული კურსი აქვს, ერთს ნაციონალისტური და ერთს – აღარ მახსოვს. ისიც კარგად მახსოვს, როგორ არ აღნიშნეს ქართულმა ტელეარხებმა პერუში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები და სწორად მაშინ მივხვდი, რომ პერუ ჩვენი დაფარვის ზონის მიღმა იმყოფება, სადღაც იქ…
დღეს flicrk-ზე სურათებს ვსქროლავდი და ერთი ფოტო აღმოვაჩინე. პერუელთა მთავარი ქალაქში, ლიმას ცენტრში მდებარე სან–მარტინის მოედანს დედა–სამშობლოს (Madre Patria) უზარმაზარი ქანდაკება დაჰყურებს თავს. ქანდაკებას ერთი უცნაურობა ახასიათებს პატარა მინიატურული ლამას სახით, რომელიც სკულპტურის თავზეა დასკუპებული. ახლა ჯულიანა მარტინოს კონტაქტები დაკარგული რომ არ მქონდეს, ხომ პირველწყაროდან შევიტყობდი (შესაძლოა მისი ფრანგულიც გაუმჯობესდა ამ 5 წელიწადში და ჩემი ინგლისურიც), თუ რა კავშირშია ეს თვინიერი ცხოველი “დედა–სამშობლოსთან”?! ვინაიდან ჯულიანას ვერ მივაკვლიე, ჩემით დავიწყე ამ საკითხში გარკვევა, თუმცა ვერც არქიტექტორის გვარი გავარკვიე და ვერც ჩანაფიქრის მიზეზი, თუმცა ერთი საინტერესო ვერსია აღმოვაჩინე და მეორე – ჩემი ფანტაზიით მივამატე.
სემიოტიკოსები გვასწავლიან, რომ ნიშანი სამი ტიპის შეიძლება იყოსო: 1) ხატულა 2) მიმთითებელი 3) სიმბოლო. ლამას სიმბოლურობაში მე პირადად ეჭვი არ მეპარება და შესაბამისად ამ მიმართულებით გავაგრძელე ძებნა. ცოტა უფრო ღრმად რომ ჩავუკვირდეთ, ესპანურად “Madre Patria llama” დედა–სამშობლო გვიხმობს გამოვა (llama – ლამაც არის და ასევე “გვიხმობს”). მეორე ვერსიის ავტორები კი ამტკიცებენ, რომ ქანდაკების ავტორი ვერ გაერკვა ტექნიკურ დავალებაში და ცეცხლის ალის ნაცვლად ლამა გამოსახაო (ცეცხლის ალიც და ლამაც ესპანურად ორივე ერთნაირად ჟღერს). ჩემს სემიოტიკურ გამოძიებაში უძლური აღმოვჩნდი და ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვიპოვე, რომელიც ლამას არსებობას დაასაბუთებდა, თუმცა ჩემს მეხსიერებაში ქართველებისაგან დავიწყებული ქვეყანა, პერუ ამოატივტივა, სადაც ჯულიანა მარტინო ცხოვრობს, რომელმაც შესაძლოა იცის ამ ლამას წარმოშობის ისტორია. ვინ იცის ტურისტებზეც კი ხალისობს, რიგში რომ დგებიან და იღებენ უცნაური ლამის წინ სურათებს. ჰოდა, ის ფაქტი, რომ პასუხი არსებობს, მაგრამ ჩემი დაფარვის ზონის მიღმა იმყოფება, რაღაცნაირად მამშვიდებს. იქნება ოდესმე გამოჩნდეს კიდეც ჯულიანა და მომიყვეს რას აკეთებს ლამა დედა–სამშობლოს ძეგლის თავზე…


პერუელ გოგოს მეც ვიცნობ და სულ მთხოვს ქართული მასწავლეო :) თან ანბანი და რაღაც სიტყვები თავისით ისწავლა :)
ხომ არ გინდა გაგაცნო ? :))))))
ლიტერატორი
June 1, 2010 at 4:16 pm
ფრანგული თუ იცის გამაცანი, თუ არ იცის – არ მინდა :)
linguistuss
June 1, 2010 at 4:20 pm
ესპანური იცის :) ჩვენ ესპართულად ვლაპარაკობდით :))))))
ლიტერატორი
June 1, 2010 at 4:21 pm
შენი ესპანური თუ ესმის, მაშინ ჩემს ესპანურს უეჭველი გაიგებს :D
(არადა ესპანური არ ვიცი)
linguistuss
June 1, 2010 at 4:35 pm
LLOOOLLLL :)))) აშკარად ესმოდა :)))) ძალიან მაგარი წიგნები მაჩუქეს ახლა ესპანურის BTW
ლიტერატორი
June 1, 2010 at 4:40 pm
http://www.lama.com/lama.php
T_B
June 1, 2010 at 4:21 pm
ოო, მშვენიერო ჯულიანა, გაგვეც პასუხი :))
ვახო, მე მგონი არცერთი შენი ვარაუდი არ არის სწორი და ლამაც მანდ ძალიან ტრივიალური მიზეზის გამო იქნება. :)
D`bassa
June 1, 2010 at 6:08 pm
პასუხი არსებობს და ის ”linguistuss”-ის დაფარვის ზონის მიღმა იმყოფება?…ძნელი დასაჯერებელია.კარგად ვერ გიძებნია,იზარმაცე ალბათ:)…სიმბოლიკის ვერსია ჩემთვისაც უფრო დასაჯერებელია:)
QETI
June 1, 2010 at 8:40 pm
პერუზე რადგან არის პოსტი და თანაც ლამა –ლიმა ურევია იყოს ეს ლინკი აქ
ვინიცის პერუს ისტორიაში რას წააწყდეს კაცი
http://www.inkawasitravel.com/peru-travel-information/peru-travel-history-culture/conquest-peru.htm
mobi_diki
June 2, 2010 at 2:02 am
აუ ისეპერუზე გამახსენდა :)))))))) მზის ღმერთის ცოლს ( მთვარეს ) Mamaquilla ქვია ამაზე რამეს ხომ არ შეთხზავდი? :)))))))
mobi_diki
June 2, 2010 at 2:06 am
ლამას გადაურცენია კაცობრობა აგერ ა
Based upon the indigenous mythology of Huarochirí, a mountainous region in northeastern Peru, Ellen Alexander’s Llama and the Great Flood tells the tale of a llama who saves his human family from destruction when a terrible flood covers the land. Foreseeing the coming catastrophe in a dream, the llama leads his people to the top of Willka Qutu, where, together with the other creatures who have sought shelter there, they wait for the waters to recede.
mobi_diki
June 2, 2010 at 2:12 am
T_B-მ მგონი გასცა პასუხი თავისი ლინკით :)
ლიტერატორი
June 2, 2010 at 11:05 am
აბა, ჯულიანა მარტინოს საკონტაქტო ინფო დადეთ :D
NO-Spa
June 2, 2010 at 3:39 pm
http://mipaismiperu.blogspot.com/2009/10/la-plaza-san-martin-lima-madre-patria.html
აი ამ ბლოგზე წერია, რომ მადრე პარტიას შემქმნელი იყო ვინმე მარიანო ბენლტურე, ცნობილი ესპანელი მოქანდაკე. მან არასწორად გაიგო შემკვეთის მოთხოვნა და ცეცხლის ალის მაგივრად ( რომელიც პერუელთა სიმტკიცის სიმბოლო უნდა ყოფილიყო) გააკეთა ლამას ქანდაკება, რადგან ეს ცხოველი ფართოდ გავრცელებულია პერუში და ამ ქვეყნის სიმბოლო არის.
თეა
June 2, 2010 at 7:28 pm
რა დებილური სიმღერაა: Ein Lama in Yokohama
http://www.dailymotion.com/video/x15mcm_schnappi-ein-lama-in-yokohama_music
dv0rsky
June 3, 2010 at 2:39 pm