ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

გადაწექი და იფიქრე ინგლისზე

with 15 comments

ინგლისურ ენაში ერთი ძარღვიანი ფრაზა არსებობს – Lie back and think of England (გადაწექი და იფიქრე ინგლისზე), რომელიც ფოტოზე გამოსახული ქალბატონების ეპოქაში იღებს სათავეს. ლეგენდის მიხედვით ეს სწორად ის ფრაზა იყო, რომელიც დედოფალმა ვიქტორიამ უთხრა თავის ქალიშვილს საქორწინო ღამის წინ. შემდგომში მან აღმზრდელობით–პატრიოტული იერი შეიძინა და უსახურ გუვერნანტკებსაც მეტი რა უნდოდათ, დადიოდნენ და მოძღვრავდნენ თავის აღსაზრდელებს.

გუშინ, როდესაც მე ოცნების კოშკებს ვაგებდი და არგენტინა–ინგლისის მოსალოდნელ რევანშზე ვფიქრობდი, ამ ფრაზამ სხვა მნიშვნელობა შეიძინა. მეორე ტაიმში, როდესაც გერმანელებმა მეოთხე ბურთი გაიტანეს, გადავწექი და დავიწყე ფიქრი ინგლისზე… ალბათ, ასევე მოიქცა ინგლისის ნაკრების თითოეული ქომაგი, ვინაიდან მხოლოდ ამას თუ შეედრება ის განცდა, რომელიც რუნის აბსურდული ოფსაიდის, ლამპარდის არჩათვლილი გოლის და მეორე ტაიმში კარში მიღებული ორი უპასუხო ბურთის შემდეგ დაეუფლათ ინგლისის ნაკრების ჭეშმარიტ ქომაგებს…

Advertisement

Written by linguistuss

June 28, 2010 at 5:00 pm

15 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ნწ ნწ ნწ :D

    anushka

    June 28, 2010 at 5:06 pm

    • ნუ რა შინაარსიანი კომენტარი :D
      :*

      WDC

      June 28, 2010 at 10:00 pm

  2. მეც გადავწექი და დავფიქრდი ინგლისსზე, რომელიც ასეთი თამაშით არგენტინასთან ძალიან ძალიან შერცხვებოდა, ამიტომ გერმანიის თითოეულ გოლზე წამოვხტებოდი ხოლმე და ვკიოდი სიხარულისგან :) :)))
    იმედია გერმანია ინგლისსზე იფიქრებს მაგრამ არ გადაწვება და არგენტინას დაამარცხებს :)))))

    • ჰო, ვინ იცის დედოფალი ვიქტორიას შვილიც წამოხდებოდა ხოლმე და კიოდა, როდესაც მას მორიგ გოლს უტანდნენ :)

      linguistuss

      June 28, 2010 at 5:10 pm

      • maybe :D :D :D

      • ყველამ თავის გოლებს მიხედოს :D :D (ვერა რა, ხუმრობა შენი საქმე არ არის, ვახო შენთვისვე აჯობებს, სხვა რამე ჰობი გამოძებნო, მაგალითად კამერით სხვისი გატანილი გოლები დააფიქსირე).
        P.S. ისე, ჩვენში დარჩეს და ბლოგი მაგრად გიბანძდება, რამე უნდა მოიფიქრო :D :D :D აბა, შენ იცი :)

        Pegi (karpenko)

        June 29, 2010 at 1:03 am

  3. მომწონს….! :)

    pap pap

    June 28, 2010 at 5:09 pm

  4. სანამ პოსტის კითხვას დავამთავრებდი, მანამდე გამახსენდა გუშინედლი თამაში და როცა ბოლოში ჩევდი უკვე ნერვები მომეშალა გუშინდელი საზიზღაი თამაშის გახსენებით, მაგრამ მაინც…:))) რაც მთავარია ახალი პოსტი გვეღირსა და არაუშავს, რომ ეს ინგლისის წაგებამ გამოიწვია……:(((((( :):):):)

    saliome

    June 28, 2010 at 5:10 pm

  5. არა მე გერმანიას რომ გაუტანეს მაშინ 4 ბურთი აი მაშინ ვიყავი წაწოლილი და გერმანიაზე ვფიქრობდი და ამ თამაშის მერე კი გავიმართე და დავდექი ფეხზე!:DD

    rodrigo

    June 28, 2010 at 6:55 pm

  6. ეეეჰ, მეც ინგლისზე ვფიქრობდი მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში შუაგულ ფრანკფურტში… გერმანიის გამარჯვება კი გამეხარდა, მაგრამ გული დამწყდა, რომ ასე სამარცხვინოდ გამოუვიდათ… (ღმერთმანი, რა ობიექტური ვარ!!! :D ) თუმცა რა მაგათი ბრალია, როცა მსაჯია ბრმა (ან ძალით იბრმავებს თავს…) სამაგიეროდ, გერმანია-არგენტინის რევანში იქნება მაგარი სანახავი… სასიამოვნო მატჩს გისურვებთ :)

    Ladybird

    June 28, 2010 at 8:08 pm

  7. ამიტომ მიყვარს ეს ბლოგი, რომ ასეთი სასწაული რჩევები მხვდება სულ :D :D :D

    Sophie Golden

    June 29, 2010 at 1:23 am

  8. :D ერთი კარგი რჩევა გამახსენა :D

    NO-Spa

    June 29, 2010 at 2:18 pm

  9. შენც სხვა საქმე გქონდა არგენტინა-ინგლისის თამაშის დროს? :)))
    გილოცავ: გუგლ რიდერში დაგამატე :)

    Zurriuss

    July 3, 2010 at 8:42 am

  10. გადაწექი და იფიქრე არგენტინაზე… გერმანელების მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ დავიწყე არგენტინაზე ფიქრი და დავრჩი ჩაფიქრებული :((((

    marin

    July 3, 2010 at 10:40 pm

  11. ჰაჰ, ნახე სად შემხვდა ეს გამოთქმა :დ
    http://www.fifa.com/worldcup/news/newsid=1267780/index.html#lows+heights

    In the meantime, let us lie back and think of Germany, a football team whose artistry has brought wonder and joy to South Africa 2010.

    მანამდე ინგლისზე საუბრობს, გერმანიას უნდა მიბაძოსო და რაღაცეები, ინგლისელია რტყობა ჟურნალისტი :))))))))

    Lola

    July 5, 2010 at 10:36 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

Gravatar
WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers