ინგლისელთა შემოსევა

ინგლისელებს და ფრანგებს ერთმანეთი როგორ “უყვართ” ეს ყველას მოეხსენება. მათი “სიყვარული” ორივე ენაშია აღბეჭდილი და ყველაფერი ასწლიანი ომიდან, ან უფრო ადრე იღებს სათავეს. აი, იმ დროს როდესაც ინგლისელები მატერიკზე გადმოსხდნენ და მერე ჟანა დარკმა ივარგა და ერთი სიტყვით, ეს ყველას გვაქვს ნასწავლი ისტორიის გაკვეთილებზე. მე მსურს იმის შესახებ მოგითხროთ, რაც არ წერია ისტორიის სახელმძღვანელოებში და რის შესახებაც ფრანგული ენის ლექსიკონებიც კი დუმან. ამასწინად ერთ–ერთ ფორუმზე, რომელიც ფრანგულ კალამბურებს და გამონათქვამებს ეძღვნებოდა, შემომხვდა შემდეგი ფრაზები:
- Avoir les anglais
- Avoir ses anglais
- Les anglais débarquent
- Les anglais ont débarqué
თითოეულ ამ ფრაზაში ნათქვამია იმაზე, რომ ვიღაცას (თავისი) ინგლისელები ჰყავს, ან იმაზე, რომ ინგლისელები გადმოსხდნენ. ჯერ ვერ მივხვდი რას ნიშნავდა ამ ინგლისელთა ყოლა თუ გადმოჯდომა, თუმცა გუგული დეიდას შეწუხების შემდეგ მთელი ისტორიული ექსკურსი ვიპოვე, სადაც მოთხრობილი იყო ფრანგებისა და ინგლისელების ისტორიულ დაპირისპირებაზე, ინგლისელთა წითელ ფარაჯებზე და ა.შ. პრინციპში საკვირველი არც არაფერია, უსიამოვნო და მტკივნეული მოვლენისათვის შენი მტრის სახელის დარქმევა და ამ მოვლენის მტერთან გაიგივება, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა სხვადასხვა ენებში, თუმცა თუ ასწლიან ომს, ან შემდგომ ეპოქებს, გავიხსენებთ, იმდენად ხშირად და ამავე დროს პერიოდულად სტუმრობდნენ ინგლისელები საფრანგეთის ნაპირებს, რომ არცაა გასაკვირი ფრანგებმა ერთი პერიოდული და მტკივნეული მოვლენა მეორე პერიოდულ და არანაკლებ უსიამოვნო შემოსევებს თუ დაუკავშირეს.
P.S. ისე ისტორიული პარალელი რომ გავავლოთ ქართულ ენაში ამ მოვლენას “ყიზილბაშების შემოსევა” უნდა ერქვას, რაც ლათინურ Menstrualis–ს, ანუ ყოველთვიურს, ნამდვილად სჯობს…


თუ მოვლენა მტკივნეულია მაშინ ყიზილბაშების შემოსევა უხდება ყოჩაღ :)))
მაგრამ თუ არ არის მტკივნეული ასე ამბობენ:
”სტუმრები მოვიდნენ” :))))))
litterator
July 4, 2010 at 7:08 pm
დიალოგი:
- დღეს შემხვდები?
- არა
- რატომ?
- სტუმრები მყავს :)
litterator
July 4, 2010 at 7:09 pm
რაღაც სადღაცას მივხვდი და ბოლომდე ვერა:D
rodrigo
July 4, 2010 at 7:40 pm
ჯერ პატარა ხარ ალბათ :)
dv0rsky
July 5, 2010 at 12:22 am
ჰო :(
რაღაც უზრდელობაზეა ხო?
rodrigo
July 5, 2010 at 1:17 pm
ეგ არაფერი:)
Georgiangirl
July 5, 2010 at 12:56 am
:)))
rodrigo
July 5, 2010 at 1:19 pm
სხვათა შორის, საბჭოთა კავშირში (ძირითადად რუსეთში, უკრაინაში და ყაზახეთში) არც ინგლისელებს და არც ფაშისტებს არ აბრალებდნენ ამას, არამედ ძალიან საბჭოურ მოვლენას უწოდებდნენ:
“Приехал дядя на красных жигулях”
ოღონდ არ მკითხოთ, რატომ дядя :)
dv0rsky
July 5, 2010 at 12:25 am
შენ ძალიან დიდი ხარ ეტყობა :DDDD
litterator
July 5, 2010 at 2:06 am
ჰაჰააა, სად გააძრე დვორ ძიაძია…. წითელი ჟიგულით…
ან საიდან იცი… მართლა ძაან ძველი ხარ… უეჭველი უარყოფილი ყავხარ ვინმე ქალს მაგ ფრაზით… :)))))))
ყიზილბაშებზე უფრო თანამედროვე და პოლიტკორექტული მაშინ 11–ე არმიაა, ან შემოვიდნენ წითლები… ან პირდაპირ: ,,ატყდა დავიდარაბა” და ვსო….
S.P.
August 26, 2010 at 12:38 am
ლოოოლ მეორე წაკითხვაზე მივხვდი :))
სტუმრები წითელწყაროდან, ჩემი მოწაფეობის დროინდელი გამოთქმა, და სვეტსკავოი ”მენზა” ეს უკვე ფორუმ .გეს სლენგია
fiqro
July 5, 2010 at 1:25 pm
ქორმა წიწილა წაიღო
დაილოცოს კომენტარები და ყოჩაღ, ავტორო, კარგი ტექნიკითაა დაწერილი :)
NO-Spa
July 5, 2010 at 2:14 pm
ისე, წელში არ გწყვეტს ხოლმე მაგ დროს, ვახო? საშინელებაა, გეთანხმები.
Pegi (Karpenko)
July 5, 2010 at 8:37 pm
ჩემი საყვარელი? მე არ მაქვს საყვარელი თვეები :D :D :D !
AK-74
July 5, 2010 at 11:41 pm
რაზე წერო აღარ იცი?!:))))))))
მწირი
July 6, 2010 at 12:36 am
სანამ კომენტარები არ წავიკითხე, მაინც ვერ მივხვდი, რაზე იყო :D
Dodka
July 6, 2010 at 2:17 pm
ჰაჰაა ყოველთვიური :) ))))) ეგ იდიომები არ ვიცოდი
ფრანგები ენაში ყოველთვის გამოხატავდნენ სხვების სიძულვილს: parler français comme une vache espagnole ეხა რაც მახსენდება ))
Nina Gorecki
July 7, 2010 at 10:39 am
Red Army occupation week
: )
Nini
August 15, 2010 at 4:23 pm