ნესტან–დარეჯანი თუ ნისტან–დარჯიხანი?!
გურამ ასათიანის ესეს გადავაწყდი ლიბ.გე–ზე, რომლის სათაურია – „ვეფხისტყაოსანი“ და ქართული კლასიკური პოეტიკა. ერთმა პასაჟმა მიიქცია ჩემი ყურადღება, რომლის შესახებაც სხვაგან არსად წამიკითხავს და არც არავისგან გამიგია. საინტერესო ის არის, რომ თავად ესეს ავტორმაც ვერ გაბედა უფრო შორს წასვლა და უფრო თამამი დასკვნების გაკეთება, თუმცა მის მიერ ნაპოვნი ფაქტი ჩემთვის პირადად საინტერესო იყო:
„ისკანდერ-ნამეში“ ნიზამის ასეთი ამბავი აქვს აღწერილი: მაკედონიის ხელმწიფეს, რომელმაც მრავალი ქვეყანა დაიპყრო, საბოლოოდ „რუსთა“ ჯართან მოუხდა შერკინება. არაერთი სახელოვანი მხედარი ეღუპება მას ამ ბრძოლაში, რადგან მოწინააღმდეგეთ ყველაზე კრიტიკულ მომენტებში ბრძოლის ველზე გამოჰყავთ უცნაური არსება, რაღაც ადამიანის მსგავსი ურჩხული, რომელიც თავზარს სცემს და მუსრავს ალექსანდრეს ლაშქარს. დაღონებული მეფე ბრძენკაცებს მოუხმობს რჩევისათვის. ერთი მათგანი ალექსანდრეს უყვება, რომ ასეთი ურჩხულები დედამიწის კიდეზე ცხოვრობენ, ქვესკნელივით ბნელ ადგილას, რომელსაც მზის სხივი არასოდეს ეკარება.
ალექსანდრე მაინც ამარცხებს ამ საზარელ არსებას, მაგრამ არ კლავს მას, პირიქით, ბორკილებს აახსნევინებს და ნადიმზეც მოიპატიჟებს. ასეთი რაინდული სულგრძელობით გაოცებული ურჩხული რამდენიმე წუთით უჩინარდება და შემდეგ ალექსანდრესთან მოჰყავს მშვენიერი ქალი – ნისტან დარჯიხანი, რომელიც მის (ურჩხულის) პატრონებს ჰყავდათ დატყვევებული. მომდევნო თავებში აღწერილია ისკანდერისა და ტყვეობიდან დახსნილი ნისტან დარჯიხანის სიყვარულის ამბავი.
როგორც ცნობილია, ნისტან დარჯიხანი სპარსულ ენაზე ქვეყნად ულამაზეს ნიშნავს. ეს სახელი უცნობი არ არის აღმოსავლური მწერლობისათვის. ნიზამის პოემაში მისი თავგადასავლის დაკავშირება ადამიანის მსგავს ურჩხულთა სამყაროსთან და მოტაცებისა და ტყვეობის მოტივთან აშკარად მიგვანიშნებს საერთო მითოლოგიურ პირველწყაროზე, რომლის შორეული ექო შემონახული იქნა XII საუკუნის ორ პოეტურ ძეგლში.
ეს წავიკითხე თუ არა, იმ წამსვე ნიზამის ტომი მოვძებნე, ისქანდერ–ნამეზე გადავშალე და დავიწყე ძებნა. დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ზემოხსენებული რეალობას შეესაბამებოდა. ალექსანდრე მაკედონელის ქალს მართლაც ნისტან–დარჯიხანი ჰქვია, რომელიც ქვეყნის კიდეში ჰყავთ დატყვევებული გაურკვეველი წარმომავლობის არსებებს. საინტერესო ის არის, რომ ნესტან–დარეჯანი და ნისტან–დარჯიხანი ორივე სპარსული ფრაზის სხვადასხვა ტრანსკრიპტია. ფრაზისა, რომელიც პირდაპირ თარგმანში “არ არის (მისი მსგავსი) ქვეყნად” ნიშნავს, ანუ “ჯაჰან” ქვეყანაა სპარსულად, “დარ” – ში და “ნისთ” – უარყოფა.
ნიზამიმ “ისქანდერ–ნამე” 1203 წელს დაწერა. “ვეფხისტყაოსანიც” სადღაც მაგ დროსაა დაწერილი. შესაბამისად შანსი იმისა, რომ ერთმა მეორისგან, ან მეორემ – პირველისაგან დააკოპიპეისტა რაიმე, არ არსებობს. აქედან გამომდინარე არსებობდა რაღაც ამბავი ქაჯების, ვირეშმაკების თუ მმკ–ელების მიერ შეპყრობილი ულამაზესი ქალის შესახებ, რომელსაც საბოლოოდ დევგმირი დაიხსნის, შემდეგ ცოლად შეირთავს და ყველაფერი კარგად სრულდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით “ვეფხისტყაოსნის” პროლოგში გაკეთებული დისქლეიმერი, სადაც რუსთველი იძახის “ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანებიო”, მართალი ყოფილა და ვახტანგ მეექვსის, თუ მავან ფსევდომეცნიერთა კომენტარები “ესე ამბავი სპარსში არ არისო” კი – სიცრუე! მსურს დავიჯერო, რომ ვახტანგ მეექვსემ, ჩვენმა სახელოვანმა მეფემ, რომელსაც სავარაუდოდ ორიგინალში ჰქონდა წაკითხული ნიზამის “ფანჯ განჯი” და მათ შორის “ისქანდერ–ნამე”, ზემოხსენებულ ამბავს ისე ჩაუარა, რომ ვერანაირი მსგავსება ვერ შენიშნა. არადა გურამ ასათიანის მაგივრად მას რომ ეპოვა ეს ციტატა, ვინ იცის თანამედროვე რუსთველოლოგები სხვანაირად იჭიკჭიკებდნენ “ვეფხისტყაოსნის” ამბის ზექართულობასთან დაკავშირებით…


nice, Sheldon, მაგრამ ნუ გიყვარს ეს “თავად ესეს ავტორმაც ვერ გაბედა” :D დანარჩენი – მშვენიერია, as usual :)
nin
July 16, 2010 at 1:37 pm
“ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანებიო”,
რომ დაუჯერონ ხოლმე რუსთაველს არ ქექონ იქ სადაც არ არის საქექი და არ ეძებონ ის რასაც ვერ იპოვიან, კარგი იქნება ძალიან :)
“შეპყრობილი ულამაზესი ქალის შესახებ, რომელსაც საბოლოოდ დევგმირი დაიხსნის, შემდეგ ცოლად შეირთავს და ყველაფერი კარგად სრულდება” ეს იდეაც საკმაოდ აქტუალური იყო იმ დროს სხვადასხვა ნაწარმოებებში იქნებოდა ეს ზღაპარი თუ სხვა რამ
რა გასაკვირია რომ შოთა რაღაც ახალს ვერ გამოიგონებდა, მთავარია რომ ესე ამბავი ქართულად ძალიან გენიალურად არის ნათარგმანები! :)
litterator
July 16, 2010 at 1:52 pm
მაგაზე არავინ დავობს, as usual you missed my point :)
linguistuss
July 16, 2010 at 2:02 pm
as usual you missed my point dear :)
სწორედ რომ მაგაზე დავობენ :)
მაგ. ამ ლინკში შენ რომ დადე რამოდენიმე ვარიანტს განიხილავენ:
ა)ამბავი პირდაპირი თარგმანია ერთ-ერთი სპარსული თხზულების; ბ) ის ზღაპრის სახით დადიოდა აღმოსავლეთში,
ლიტერატურულად დამუშავდა სპარსეთში და მერე ითარგმნა ქართულად პოემის სახით და გაილექსა შოთა რუსთაველის მიერ. გ) აღმოსავლეთში მოარული ამბავი უხსოვარი
დროიდან შემოვიდა ჩვენთან და გამოყენებული იქმნა რუსათველის მიერ. დ) ზღაპარი წმინდა ქართული ქმნილებაა, საქართველოში ხალხში შექმნილი, მხოლოდ გაცილებით ადრე რუსთაველამდე.
litterator
July 16, 2010 at 2:10 pm
ფაქტი კარგია, მსჯელობა _ დაბოლება.
სპარსში არ არისო, სულაც არ ნიშნავს, საერთოდ, მსგავსი არაფერი არ არის სპარსულ ლიტერატურაშიო
No-spa
July 16, 2010 at 3:40 pm
ლოგიკა გააუქმეს? :)
linguistuss
July 16, 2010 at 4:07 pm
გაუუქმებიათ ე.ი.:)
NO-Spa
July 16, 2010 at 4:55 pm
იყოს მერე ,,ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები” მართლაც, რომ litterator-ის თქმის არ იყოს გენილაურადაა გაკეთებული და შინაარსის წარმომავლობას რა მიშვნელობა აქვს….?!?!?!?! არასოდეს ,,ვეფხისტყაოსანი”-ს კითხვისას არც კი მიფიქრია მის შინაარსზე… მაგრამ რაღაც ამ პოსტმა ცოტა არ იყოს და კი დამაფიქრა..(რაღაც პონტში)…ცოტა ეჭვნარევი პოსტია და ….:):):):) ……….:):):)
saliome
July 16, 2010 at 3:43 pm
ვახულიკ, სრული ჩაინიკი ხარ რუსთველოლოგიაში.
ახლა დრო არ მაქვს, მოგვიანებით აგიხსნი, თუ რატომ.
Guniah
July 16, 2010 at 6:32 pm
ველოდები, მაინტერესებს… :)
linguistuss
July 16, 2010 at 7:09 pm
არადა, როგორც ვიცი, ძველინდური ეპოსის სიუჟეტს იმეორებს. მაგრამ სიუჟეტის მსგავსება არ ნიშნავს, რომ ეს ორიგინალური ნაწარმოები არ არის. გენიალურია რუსთაველი. “ნათარგმანებიც” ხრიკია ერთგვარი, ქართველები ნაწარმოებს ისე ვერ მიიღებდნენ.
keti
July 16, 2010 at 7:29 pm
ბატონო ლინგვისტუს, მოგმართავთ თქვენ, როგორც უკანასკნელ იმედს, გამარკვიოთ ამ არასაჭირბოროტო საკითხში.
ფორუმზე კამთი გვაქვს, მე ვამტკიცებ (უფრო სწორედ ვვარაუდობ) რომ პირიქითა ხევსურეთის ტოპონიმი – ანატორი, სადაც ჭირით დაავადებული ადამიანები მოსაკვდენად მიდიოდნენ წარმოებულია სიტყვა სანატორიუმიდან ან სანუსიდან .. მოკლედ ევროპული ძირი აქვს, ხოლო ჩემს ფორუმელ ნაცნობს ეს ამბავი სასაცილოდ მიაჩნია და თავისი ნიკის – ანატორელის მხოლოდ ქართულ წარმოშობას ეჭვის ქვეშ არ აყენებს.
ინტერნეტ სივრცეში პასუხს ვერ მივაკვლიე, იქნებ თქვენ გაგვრკვიოთ.
პატივისცემით cartveli.
cartveli
July 17, 2010 at 1:45 pm
სამწუხაროდ არაფერი ვიცი ამის შესახებ, შვებულებიდან რომ ჩამოვალ შევეცდები დაგეხმაროთ. მანამდე არ მცალია :)
linguistuss
July 18, 2010 at 1:11 am
SANUS მე როგორც მახსოვს ლათინურია, სამედიცინო ტერმინოლოგიიდან და ნიშნავს ჯანმრთელს
შეიძლება იყოს არაქართულიც :)
http://en.wikipedia.org/wiki/Anatori_River
litterator
July 17, 2010 at 2:10 pm
ზუსტად ვერაფერსაც ვერ გავიგებთ :\
clown
July 19, 2010 at 6:00 pm
ამაზე გამახსენდა ამირან–დარეჯანიანიც ხომ თითქმის იმავე ეპოქაში შეიქმნა და სახელწოდებაც ამირ ანდარე ჯეჰან თქვენივე ლოგიკით ქვეყნის მბრძანებელს ნიშნავს, ეგეც რა თქმა უნდა მოსე ხონელის ერთგვარი პლაგიატიზმია, სამწუხაროდ არ ვიცნობ ისქანდერ ნამეს და არც სხვა რომელიმე აღმოსავლურ შემოქმედებას იმ დროის.
gubaz lazi
July 27, 2010 at 8:01 pm
დავიჯერო ნიკო მარი “ისქანდერ–ნამე”–ს საფუძველზე ამტკიცებდა სპარსულია სიუჟეტიო? ჰმ, ჰმ … :დ რა ცუდია, მარის შრომებს არ ვიცნობ : (
მაგრამ მე იმის მჯერა, რომ ფაბულა საკუთრივ ქართული არაა, რომ აღმოსავლეთში თქმულების სახით არსებობდა მსგავსი რამ და რუთაველმა უბრალოდ აიღო თქმულება და აქცია ლიტერატურულ ნაწარმოებად, შედევრად, იმჰო…
ამით “ვეფხისტყაოსანს” არაფერი აკლდება…
მაშინ “ვისრამიანზე” რაღა უნდა ვთქვათ :დ
kevana
October 15, 2010 at 6:18 pm