ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

შრედინგერის ანდროიდი ფისო

with 13 comments

უკანასკნელი ორი კვირაა ახალი გატაცება მაქვს. უფრო სწორად დიდი წარმატებით მიმდინარეობს ჩემი ანდროიდიზაცია. შეიძლება ითქვას, რომ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში რელიგია შევიცვალე და ვიწამე Google-ის, ერთადერთი და ჭეშმარიტი შემოქმედის. ვინც არ იცის რაზეა საუბარი არა უშავს, რამდენიმე წელიწადში მთელ თბილისს გუგლ–ანდროიდიანი ტელეფონები რომ ეჭირება, მაშინ გაიგებს. მანამდე კი მხოლოდ ის იცოდეს, რომ ანდროიდი კომპანია Google-ის ოპერაციული სისტემაა მობილური ტელეფონებისათვის და დღესდღეობით მთელი მსოფლიო ამ ახალი “სათამაშოთი” მოხიბვლის სტადიაშია. ანდროიდი უბრალოდ ოპერაციული სისტემა არ არის. მასში თავისუფალი ბაზრის და მის გარშემო შემოკრებილი საზოგადოების იდეაა ჩადებული. ისევე, როგორც ვიკიპედიაში, აქაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია რაიმე აპლიკაცია შექმნას და შესაბამისად ჩაანაცვლოს თავის ტელეფონში არსებული აპლიკაციები საკუთარი ქმნილებებით. შემდეგ ეს თავისი ნაჯაფარი ავლა–დიდება სხვებს გაუნაწილოს სპეციალურ “ბაზარზე” და ა.შ. მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ ანდროიდი ეს არის ჩხირკედელა და თავგადასავლების მოყვარული პროგრამისტების ოპერაციული სისტემა.

ანდროიდი სულ რაღაც 2 წლისაა და მიუხედავად ამისა 13 წიგნი ვიპოვე, სადაც აღწერილია თუ როგორ და რა საშუალებებით დავწეროთ აპლიკაციები საყვარელი ტელეფონისთვის. ჰოდა, ერთ–ერთი ავიღე და კითხვას შევუდექი. მარტივ რაღაცეებს უკვე ვაკეთებ. ცოტა ხანში რთულებზე გადავალ. ყოველ შემთხვევაში პროცესი მომწონს და ესაა მთავარი. წიგნში Beginning Android 2, რომლის ავტორიც მარკ მერფია დეტალურადაა განხილული აპლიკაციის შექმნის პროცესი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ანდროიდის აპლიკაცია, რომლებსაც ანდროიდები ექთივითის უწოდებენ განსხვავდება პერსონალური კომპიუტერის პროგრამებისაგან. მთავარი განსხვავება კი იმაშია, რომ მას არ აქვს პროგრამის დახურვის ფუნქცია. თავიდან დიდი ხანი ვეძებდი სასურველ X-ს, ან რამე მსგავს პიქტოგრამას, რომ პროგრამა დამეხურა, თუმცა როგორც გაირკვა მიდგომაა ასეთი: შენ გამოდიხარ პროგრამიდან, ის რჩება ჩართული და ოპერაციული სისტემა როცა საჭიროდ ჩათვლის მას მაშინ დახურავს. შესაბამისად დროის მოცემულ მომენტში, როცა პროგრამიდან გამოვედით ჩვენთვის უცნობია პროგრამა დახურულია თუ კვლავაც გაშვებულია. მარკ მერფის ზემოხსენებულ წიგნში კი თავს, სადაც ანდროიდის აპლიკაციების, ე.წ. ექთივითების შექმნა, მათთან მუშაობა და დახურვაა განხილული შემდეგნაირად ეწოდება – “შრედინგერის ექთივითი”. თურმე კი არა პროგრამირების ერთი შეხედვით მოსაწყენ სახელმძღვანელოებშიც კი ყოფილა შესაძლებელი სათქმელის ხატოვნად და მეტაფორულად გადმოცემა!

P. S. ვინც ვერ მიხვდა რა შუაშია შრედინგერი და მისი ფისო, შეუძლია ვიკიპედიაში სტატიას გაეცნოს (ბმული).

Advertisement

13 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ეს შრედინგერი დაგღუპავს :D

    anushka

    August 12, 2010 at 2:08 am

  2. მაგარია ^_^

    clown

    August 12, 2010 at 10:26 am

  3. კარგია ანდროიდი. დღეს–დღეობით საუკეთესო მობილური ოპ. სისტემაა (ინტერნეტთან მუშაობა, ინტერფეისი, კასტომიზაცია ეტც. )

    Shalva

    August 12, 2010 at 10:58 am

  4. ჩემი ანდროიდი ვინ არისოო :D :D

    p.s. ამ პოსტმა კიდევ უფრო გაამყარა ჩემი თეორიები მექანიკურ თაგვთან დაკავშირებით

    litterator

    August 12, 2010 at 11:18 am

  5. c++ თუ გადის ანდროიდი და უშვებს თუ არა exe ფაილებს? როგორც ვიცი ის ლინუქსზეა დაყენებული არა??

    compera

    August 12, 2010 at 11:39 am

  6. ვახო, აბა ამასაც გადახედე!
    http://creep.ru/pc/1161041135-inventec-dr-eye-netbuk-razmerami-s-telefon-video.html

    karlito

    August 14, 2010 at 6:04 pm

  7. გამიხარდა რომ შემოვიხედე და ისევ ნესტან დარეჯანი არ დამხვდა :) მე ვერ გავდივარ ქალაქიდან და მგონია რომ ყველა წასულია ჩემს გარდა :)
    თუმცა ქალაქიდან გასვლა რა ხელისშემშლელი რამეა პოსტის დასაწერად,როცა აგერ,ასეთი ჭკვიანი ფისო გამოუგონებიათ :)

    ნინო

    August 14, 2010 at 7:33 pm

  8. მნიშვნელოვან უარყოფით მომენტად მეჩვენება შროდინგერის პრინციპი ანდროიდის აპლიკაციებთან მიმართებაში!

    ზაქრო

    August 18, 2010 at 5:11 pm

    • ჯავას ფილოსოფიაა რა გატარებული. შენ ათავისუფლებ რესურსს და ის როდის განადგურდება შენი საქმე არ არის :)

      linguistuss

      August 19, 2010 at 1:05 am

  9. ფისო გავიგე რასაც გაგება ქვია, მაგრამ საინტერესო იყო მაინც

    NO-Spa

    September 2, 2010 at 3:14 pm

  10. ვახო,გეყოს ამდენი გატაცება,დროა ჭკუას მოეგო:))))))

    მწირი

    September 3, 2010 at 10:19 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

Gravatar
WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 52 other followers