Какая разница, бичо?!
ვაგრძელებ მამაჩემის ნოუთების ჩემს ბლოგზე გადმოლაგებას
ყველა კარგად ხედავს, თუ როგორ “ახრჩობენ” დღეს ქართულ ენას ინგლისური თოკით და მართლა რომ ახრჩობენ, ამის მაგალითებს ფეხის ყოველ ნაბიჯზე შევხვდებით, თუ ჩვენ ისტორიას გადავხედავთ (ადრე ბერძნული, სპარსული თუ რუსული იყო, ახლა ინგლისურია…. какая разница, бичо?!). ერთხელ ირანში ერთი სპარსელი მიმტკიცებდა – ქართულში 25% ლექსიკისა სპარსულიაო; ასეთი დასკვნა, ალბათ მან მაშინ გამოიტანა, როცა ყური მიუგდო ქართველთა მეტყველებას, სრულიად ჩეულებრივსა და ყოველდღიურს, სადაც მოისმინა სიტყვები: ჩანგალი, ფანჯარა, ქუჩა. ხეივანი, მატრაბაზი, ჯამბაზი, საღი, ხილაბანდი, ვახშამი და ასე შემდეგ. იმ სპარსელს კი შევუსწორე – 25 კი არა და 10% იქნება–მეთქი, მაგრამ რა შეღავათი? აქ რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ ჩვენი დამოკიდებულებაა მთავარი ჩვენი ენისადმი. სპარსული (არაბული, თურქული….) ლექსიკის რაოდენობა ქართულ ენაში. მე მგონი, ჯერ არავის აღუნუსხავს, მაგრამ ჩვენი წინაპრებიც ისეთივე მიმბაძველები რომ ყოფილან, როგორც ახლა მათი შთამომავლები არიან (ვართ!), ეს ცხადია… უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ “სტრატეგიული პარტნიორი” მაშინ იყო ირანი, ახლა არის სხვა (ერთხელაც – какая разница, бичо?!).
შაჰ–აბასის ქუჩა მაშინ თბილისში არ არსებობდა (თუმცა ვინ იცის, იქნებ არსებობდა კიდეც), მაგრამ საქართველოს ისეთ ქართულ რეგიონშიც კი, როგორიცაა “მთა” (ზოგადად დავარქვათ), მავანთაგან მავანს “ირანის ლომის” პატივსაცემად სოფლისთვის და მდინარისთვისაც კი გადაურქმევია სახელები. დუშეთის რაიონში….. უკაცრავად – მუნიციპალიტეტში (ადრე მაზრა რომ ერქვა) არის სოფელი “საშაბურო” და იქვე მოედინება მდინარე “საშაბუროსხევი”, აქედან არის გვარი შაბურიშვილი: ახლა გავშიფროთ, რას ნიშნავს “შაბურ” – ეს გახლავთ “შაჰ–ფურ” ანუ შაჰის შვილი, ძე, მემკვიდრე (სხვათა შორის, ეს ამ 20–ოდე წლის წინ თავად ერთმა შაბურიშვილმა მითხრა სიამაყით). აი, დანარჩენი კი თავად გაიაზრეთ – რა სიყვარული უნდა ჰქონოდა მავან ქართველს შაჰისადმი, რომ საკუთარი თავისთვის შაჰის შთამომავალი ეწოდებინა, მშობლიური სამოსახლო “სა–შაჰ–ფურო”–დ მოეხსენიებინა და…. მდინარეს რაღას ერჩოდა ის მამაცხონებული?! ვინ იცის, რა კარგი ქართული სახელი ერქვა!
პოსტის ავტორი: მამაჩემი


ენობრივ ნიუანსებზე არ გავაკეთებ აქცენტს, მაგრამ ასიმილაცია სხვა ერთან აუცილებელია ქართველი ერისთვის, ნუ ცოტა მაინც, მე არ ვიძახი, რომ ჩაყლაპოს რომელიმე დიდმა ერმა. ბიოლოგიური თვალსაზრისით მომგებიანია ქართველი ერისთვის სლავებთან შერწყმა, თორემ მუტანტებს დაემსგავსა ეს ხალხი. ყოველთვის ვიყავი და ვარ სისხლის განახლების მომხრე და ვასრულებ კიდეც ამას და სხვათა შორის არაფერი წამიგია, პირიქით :D разница канечно есть. Люди смешанной расы выглядят более здоровыми и привлекательными, особенно если в них течёт славянская кровь. Но не я это выдумала, ученые полагают, что люди смешанной расы имеют определенные генетические преимущества,к более крепкому здоровью и большей внешней привлекательности. :) (დავასრულე გამოსვლა!)
Pegi Карпенко
October 27, 2010 at 12:44 pm
:)))))))))))))))
მწირი
November 9, 2010 at 1:44 pm
სა-შაბურ-ოს-ხევით მოვირგებთ მუნიციპალიტეტსაც, არ იდარდო შენ
ვერ მოვირგებთ და გადავაგდებთ მაზრასავით
(ირანელებს კიდე, რაც ჩვენგან ხარკი მიქონდათ, არ გადაგვაყოლეს ამ მატრაბაზს და ხილაბანდს?!!)
NO-Spa
November 15, 2010 at 3:02 pm
რა შაჰის გამო დაარქვეს სოფელს საშაბურო ?!
შაბურა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გავრცელებული სახელია და გვარი მოდის მაქედან
და ვითომდა ირანის შაჰის და საქართველოს მტრების სიყვარულშიო ბრალის დადების ელპერს რო ადებთ. ნეტა იცოდეტ მეცამეტე საუკუნიდან გაუტეხელი არაგვის ხეობის თავში ეს გვარი იდგა და დგესაც ამაყად დგას და გადმოყურებს ხეობას ბოდორნის ღვთისმშო9ბელი რომელიც შაბურიშვუილების აშენებულია
მტიული
March 9, 2012 at 1:36 am
შაბურიშვილები მფის კარზე მიღებული გვარი იყო, აზნაურობაც მეფეს უბოძებია მათთვის. ეს პატივი სწორად რომ სამშობლოს – საქართველოს წინაშე დადებული ღვაწლის შედეგია.
შაბურიშვილების სალოცავი ღვთისმშობლის ხატია, ბოდრნის ღვთისმშობელიც ჩვენი აგებულია.
შესაბამისად ჩვენ, არც არავიზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ, არც არავიზე ნაკლები მართლმადიდებლები და არც არავიზე ნაკლები სისხლით არ მოგვირწყვია არაგვის ხეობა თუ სხვა, სამშობლოს დასაცავად.
თხოვნა იქნება, სანამ რაიმეს დაპოსტავთ, მანამ ცოტა გაიაზრეთ.
კეთილი სურვილებით…
David
February 10, 2013 at 12:27 am