ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

მოგზაური სიტყვები: ეგვიპტე

with 5 comments

გადავწყვიტე ამინ მაალუფის ბლოგიდან “მოგზაური სიტყვების” რუბრიკა ვთარგმნო. ამჯერად გთავაზობთ ადაპტირებულ ტექსტს, “გაჯაზებას” ეგვიპტის თემაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში მათი ქვეყანა სხვა სახელითაა ცნობილი, რომელიც ბერძნული Αίγυπτος–იდან მომდინარეობს, თავად ეგვიპტელები საკუთარ სამშობლოს სხვა სახელით, مصر (მისრ)–ად მოიხსენიებენ, რომელიც ზოგ არაბულ ქვეყანაში მასრ–ადაც კი წარმოითქმის. მისრიდან ნაწარმოები ზედსართავი, “მასრი” კი მთელს არაბულ სამყაროში გავრცელდა როგორც ეგვიპტელთა პატრონიმი. მისრის ვარიაციებს ვხვდებით სპარსულში, ურდუში, ჰინდიზე, თურქულში, აზერბაიჯანულში, მალაურში და ივრითზეც კი ეგვიპტეს რაღაც მსგავსი “მიცრაიმ” ჰქვია. ეს უკანასკნელი კი ბიბლიის “დაბადებაშია” მოხსენიებული. აქ საქმე გვაქვს ამ რეგიონის უსათუოდ უძველეს სახელწოდებასთან, რომელიც თარგმანში “ორ სრუტეს” ნიშნავს. სავარაუდოდ ეს ორი სრუტე ზედა და ქვედა ეგვიპტეს უკავშირდება. არაბულში სიტყვა مصر (მისრ) გამოიყენება როგორც რეგიონის აღმნიშვნელი საერთო სახელი. თავად ეგვიპტელთა მეტყველებაში “მისრ” არამხოლოდ ქვეყანას, არამედ მათ დედაქალაქსაც აღნიშნავს. ხშირად გაიგონებთ ეგვიპტეში ფრაზას من مصر للاسكندريه  (მისრიდან ალექსანდრიამდე), სადაც მისრ–ში სხვა არაფერი იგულისხმება თუ არა კაირო, რომლის არაბული სახელწოდება القاهر (ალ–კაჰირა) მხოლოდ წერილობით და ფორმალურ კონტექსტში გამოიყენება.

ფარაონების დროის ეგვიპტეში მას “ქემეთს” (შავ მიწას) უწოდებდნენ, რაც მის ნაყოფიერებაზე მიუთითებდა, რასაც კოპტურში კვლავაც შევხვდებით kimi–ს ფორმით. ძვ. ბერძნულ ტექსტებში კი მას Kemia–ად მოიხსენიებდნენ. საინტერესოა ისიც, რომ თავად ამ სიტყვამ ჯერ “ქიმია” შვა და შემდეგ “ალქიმიის” ფორმით უკან დაბრუნდა ეგვიპტეში. ფარაონთა ენაზე “ქემეთს”, ანუ შავ მიწას უპირისპირდებოდა “დეშრეთი”, ანუ წითელი მიწა, რომელშიც უდაბნო იგულისხმებოდა. უკვე მოგახსენეთ რომ  Αίγυπτος (აიგიპტოს) ასე უწოდეს მისრს, ძვ. ქართულად მისრეთს და შემდეგ ეს სიტყვა, მთელს მსოფლიოში გავრცელდა. Αίγυπτος კი ქალაქ მემფისში ღმერთი პტას საპატივსაცემოდ აგებული ტაძრის, Hi-ku-Ptah–ას სახელს უკავშირდება. ამ სიტყვით შესაძლოა თავად ქალაქი მემფისი მოიხსენიებოდა, რომელიც იმ დროს უმნიშვნელოვანესი მეტროპოლია იყო ძვ. ეგვიპტეში. Hi-ku-Ptah–იდან მრავალი სიტყვა იღებს სათავეს, მათ შორის ეგვიპტეში მცხოვრები ქრისტიანების, კოპტების სახელწოდება. ინგლისურში ბოშების აღმნიშვნელი სიტყვა (gypsy) და ა.შ. ლიბანში مصري (მისრი), ანუ მისრული, რომელიც მუდამ მრავლობით ფორმაში გამოიყენება შინაურულ მეტყველებაში ფულს აღნიშნავს, სიმდიდრის კონოტაციით. ეს სახელწოდება მე–19 საუკუნეში ეგვიპტის მიერ ლიბანის ოკუპაციას უკავშირდება, როდესაც ამინ მაალუფის სამშობლოში არამხოლოდ ეგვიპტური ჯარი, არამედ ეგვიპტური ფულიც დომინირებდა. საინტერესოა ისიც, რომ თავად ეგვიპტეში “ხელის ჭუჭყს” სიტყვა فلوس (ფულუს)–ით გამოხატავენ, საიდანაც შემდგომში ქართული “ფული”, სომხური “ფოღ” და ფრანგულ არგოში სიტყვა “ფლუზ”–ი მივიღეთ.

About these ads

Written by linguistuss

October 31, 2010 at 2:59 am

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. სიტყვების წიგნი უფრო საინტერესო ჩანდა :)

    litterator

    October 31, 2010 at 1:27 pm

  2. מצרים – ნამდვილად.
    საიდან მოიტანეს ბერძნებმა “ეგიპტოს”?

    და რამდენი ხანია მაინტერესებს, თუ გაქვს პოსტი, საქართველოს “გრუზიობის” ისტორიის შესახებ?

    Sophie שרה Golden

    December 6, 2010 at 9:58 pm

  3. ქართლის სამეფოს ძველი ბერძნები ”იბერიას” , ძველი ირანელები კი ”გორგ”-ს უწოდებდნენ. გორგ ირანულ ენებში მგელს აღნიშნავს. ირანელების გავლენით ძველი სომხებიც ქართლს ”ვირქ”-ს (მგლები) უწოდებდნენ (შდრ. მრავლ.რ. ”ვრაც” – ქართველები). შეადარე გორგასალი, რაც სპარსულში ”მგლის თავას” ნიშნავს. სპარსული გორგ-იდან არაბებმა ქართლს ”ჯურზ-ან”, ხოლო ქართლის ასმეფოს მკვიდრთ – ”ჯურზ” უწოდეს. სწორედ არაბული ჯურზიდან მოდის თურქული ”გურჯ” და ახალი სპარსული ”გურჩ”. აქედან მოდის XVI საუკუნის რუსულ ისტორიულ დოკუმენტებში ”გურუზინ”, რომელიც თანამედროვე რუსულში ”გრუზინად’ გარდაიქმნა. სწორედ ანტიოქიაში მოღვაწე XV საუკუნის იტალიელმა მისიონერებმა იხმარეს პირველად Giorgia არაბული ”ჯურზ”-ის შესატყვისად. აქედან კი ევროპულ ენებში გავრცელდა იმ ფორმით, რაც დღეს ჰქვია საქართველოსა და ქართველებს. ძნელი დასადგენია, რატომ უწოდეს ძველმა ირანელებმა ქართლის სამეფოს მკვიდრთ ”მგლები” (გორგ), ალბათ, უფრო მგლის კულტის ფართო გავრცელების გამო ჩვენს წინაპრებში.

    Romulus

    December 15, 2010 at 4:37 pm

  4. თბილისელებიდან გაქვს დაკოპირებული. ვის აკვირვებ? არ მევასება პლაგიატები!

    shota

    November 11, 2011 at 6:25 pm

  5. რომულუსს ეხება

    shota

    November 11, 2011 at 6:25 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 170 other followers

%d bloggers like this: