ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ძველი ბაბილონური ხეოფსის პირამიდა

with 12 comments

1944 წელს იელის უნივერსიტეტმა კერძო კოლექციონერისგან პატარა ქვა შეიძინა, რომელზედაც კვადრატი, დიაგონალები და რიცხვები იყო ამოკაწრული ლურსმნული დამწერლობით. ქვა ჩვ. წ.აღ.-მდე მე-18 საუკუნით თარიღდება და ევფრატისა და ტიგროსის დელტაშია ნაპოვნი, ანუ იქ სადაც ოდესღაც ძვ. ბაბილონელები სახლობდნენ. თანამედროვე მეცნიერებას ძალიან გაუმართლა, რომ ეს ქვა აღმოჩენილი იქნა, ვინაიდან ჩვენ არაფერი გვეცოდინებოდა ძვ. ბაბილონელთა გონიერების გაქანების შესახებ.

დაუკვირვებელი თვალი უმალ ამჩნევს კვადრატს და დიაგონალებს და იბადება შეკითხვა: ნუთუ პითაგორას თეორემაა გამოსახული?! პასუხი ამ შეკითხვაზე დამაკმაყოფილებელია: დიახ, პითაგორამდე თორმეტი საუკუნით ადრე ბაბილონელებმა იცოდნენ, რომ კვადრატის მომიჯნავე ორი გვერდის კვადრატების ჯამი დიაგონალის კვადრატის ტოლია, თუმცა ამით არ ამოიწურება ამ ქვის უნიკალურობა. ქვის უნიკალურობა ნაკაწრშია, რომლის გასაგებადაც სამოცობით სისტემაზე მომიწევს ორიოდე სიტყვის თქმა.

ძველი ბაბილონელები სამოცობითი სისტემის შემქმნელები არიან, რაც დღემდე შემოგვრჩა. დროს და კუთხეებს ჩვენ მათ მსგავსად 60 ნაწილად ვყოფთ. ასე მაგალითად: 1 საათში 60 წუთია, 1 წუთში 60 წამი და ა.შ. ჩვენი შუამდინარეთელი წინაპრები ამ სამოცობითი სისტემით აზროვნებდნენ და შესაბამისად მათი საშუალებით არამხოლოდ დროს და კუთხეებს ითვლიდნენ და ზომავდნენ, მათთვის საათი და 24 წუთი ჩვეულებრივი რიცხვი იყო და აღნიშნავდა ისევე როგორც დროის ინტერვალს, ამავდროულად 1 მთელ 24/60-ს.

ლურსმნული ნაკაწრების გაშიფრვა, როგორც აღმოჩნდა ძნელი არ არის:

კვადრატის გვერდზე 30-ია ამოკაწრული. ზედ დიაგონალზე 1, 24, 51, 10 და ცოტა ქვემოთ 42, 25, 35. ისმის შეკითხვა: კი მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი?! – ამაზე პასუხის გასაცემად სამოცობითი სისტემა დაგვეხმარება. ძველი ბაბილონელისათვის 30 აღნინავდა 1/2-ს (30/60), ანუ ჩვენს წინაშეა კვადრატი რომლის გვერდია 1/2. დიაგონალზე ჩანაწერი სამოცობითში რომ გადავიყვანოთ მივიღებთ:

1 + 24/60 + 51/3600 + 10/216000 = 1.4142129…

ეს კი, რა თქმა უნდა, არის ფესვი 2-დან და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ძვ. ბაბილონელებმა მემილიონედის სიზუსტით იცოდნენ ფესვი 2-ის მნიშვნელობა. ქვედა ნაკაწრი რომ გადავიყვანოთ სამოცობითში მივიღებთ:

42/60 + 25/3600 + 35/216000 = 0.7071064…

ეს კი არის ფესვი ერთი მეორედიდან, რაც ასევე მემილიონედის სიზუსტით ემთხვევა!

ხეოფსის პირამიდა არამხოლოდ იმიტომ იწვევს აღფრთოვანებას, რომ დიდია და გრანდიოზული, არამედ იმითაც, რომ მისი ზომები სიზუსტის სტანდარტი იყო მრავალი საუკუნის განმავლობაში. ასევე ეს ქვაც იმითაა საყურადღებო, რომ მემილიონედის სიზუსტით 38 საუკუნის წინ როგორ მოახერხეს ფესვი 2-ის გამოთვლა დღემდე უცნობი და გაუგებარია სამეცნიერო საზოგადოებისათვის.

თქვენი არ ვიცი და მე კი მგონია, რომ ერთი ასეთი ქვის არსებობა ამართლებს მთელი კაცობრიობის არსებობას.

About these ads

Written by linguistuss

May 30, 2011 at 9:02 pm

12 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ეს სიახლე ხეოფსის პირამიდის შესახებ http://news.discovery.com/archaeology/pyramids-hieroglyphs-robot-mystery-110526.html

    რაც შეეხება ძველი ცივილიზაციების ცონდას, ერთი წუთი არ მეპატება ეჭვი რომ მათი ცონდა იმაზე დიდი იყო ვიდრე დღეს მეცნიერებს შეუძლიათ დამტკიცება (გინდაც იმიტომ რომ ყველას ზუსტი მტკიცებულება უნდა, და როგორც კი რაიმე სპეკულაცია შემოდის იგივე პირამიდის თემაზე მაგალითად, ეგრევე უკუაგდებენ იმიტომ რომ არ არსებობს ზუსტი მეცნიერული საფუძველი). ამ ცოდნაზე მიუთითებს ის უამრავი შენობა რომელიც დღემდე შემორჩენილია გინდაც ხეოფსის პირამიდა და გინდაც Puma Punku.

    რაც შეეხება მაგ ქვას და თავად აღმოჩენას, მე არ მიკვირს. იმირომ რომ ვფიქორობ მათემატიკა ძალიან ლოგიკური დისციპლინაა. ლოგიკა და აბსტრაქტული აზროვნება კი მხოლოდ ჩვენი ცივილიზაციის შენაძენი არაა. შესაბამისად მე ვუშვებ რომ ძველ ცივლიზაციებში ასევე არსებობდნენ გენიოსები რომლებიც მუშაობდნენ და ქმნიდნენ იმ საოცრებებს რომელთა ახსნაც და შექმნაც კი დღესდღეობითაც კი გაჭირდებოდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

    ტომა

    May 30, 2011 at 9:30 pm

  2. შენი ბლოგის კითხვა ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით, ირაციონალური პოსტების:)
    შეკვეთებით არ წერ, მაგრამ e-ზე თუ შემოგვთავაზებდი რამე საინტერესოს, კარგი იქნებოდა :)

    me

    May 30, 2011 at 9:36 pm

  3. ესეიგი მე გამოვიცანი გეგმა თუ ნახაზიათქო რომ დავწერე ვააჰ :)

    ნატალი ბაგრატიონ მუხრანსკი

    May 31, 2011 at 12:08 am

  4. სამოცობითი სისტემა როდის მოიგონეს? და კიდევ, ინდიელებიც სამოცობითი სისტემას იყენებდნენ?

    ირაკლი

    May 31, 2011 at 2:07 pm

  5. საკაიფო პოსტია. საღოლ მაგნებს

  6. ვახო, ისე შენ გეცოდინება – ასეთი ჭკვიანები თუ იყვნენ რატო 12-ბითზე არ შეჯდნენ? ეს 60-ობითი საიდან მოეთრა? დარწმუნებული ვარ რაიმე ბუნებრივ ციკლს უკავშირდება (როგორც 10 თითი).

    თორე 12 ხო უფრო კარგია?

  7. კარგი და მანდ ორის სიგრძის მხოლოდ პერიმეტრი რომ არის არაუშავს?

    გიო

    June 1, 2011 at 9:12 pm

  8. I luv this blog!!!

    CCNP

    June 2, 2011 at 2:41 am

  9. 60-ბითს სისტემას იყენებდნენ შუმერები ბაბილანმდე ბევრად ადრე, ამის დასაბუთება დიდი ხანია არსებობს. ერთი მაგალითია შუმერების ღმერთების პანთეონი სადაც უმაღლეს ღმერთს მინიჭებული ჰქონდა რიცხი 60

    Precelsus

    June 5, 2011 at 1:23 pm

  10. მე საერთოდაც პირამიდის ზედხედი მეგონა ეგ (სათაურიდან გამომდინარე, უცებ)

    რა შუაშია მიწერილი ციფრები მაინც ვერ მოვედი აზრზე :(((

    xoara

    June 14, 2011 at 5:47 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 119 other followers

%d bloggers like this: