ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘ლამპარდი

გადაწექი და იფიქრე ინგლისზე

with 15 comments

ინგლისურ ენაში ერთი ძარღვიანი ფრაზა არსებობს – Lie back and think of England (გადაწექი და იფიქრე ინგლისზე), რომელიც ფოტოზე გამოსახული ქალბატონების ეპოქაში იღებს სათავეს. ლეგენდის მიხედვით ეს სწორად ის ფრაზა იყო, რომელიც დედოფალმა ვიქტორიამ უთხრა თავის ქალიშვილს საქორწინო ღამის წინ. შემდგომში მან აღმზრდელობით–პატრიოტული იერი შეიძინა და უსახურ გუვერნანტკებსაც მეტი რა უნდოდათ, დადიოდნენ და მოძღვრავდნენ თავის აღსაზრდელებს.

გუშინ, როდესაც მე ოცნების კოშკებს ვაგებდი და არგენტინა–ინგლისის მოსალოდნელ რევანშზე ვფიქრობდი, ამ ფრაზამ სხვა მნიშვნელობა შეიძინა. მეორე ტაიმში, როდესაც გერმანელებმა მეოთხე ბურთი გაიტანეს, გადავწექი და დავიწყე ფიქრი ინგლისზე… ალბათ, ასევე მოიქცა ინგლისის ნაკრების თითოეული ქომაგი, ვინაიდან მხოლოდ ამას თუ შეედრება ის განცდა, რომელიც რუნის აბსურდული ოფსაიდის, ლამპარდის არჩათვლილი გოლის და მეორე ტაიმში კარში მიღებული ორი უპასუხო ბურთის შემდეგ დაეუფლათ ინგლისის ნაკრების ჭეშმარიტ ქომაგებს…

Written by linguistuss

June 28, 2010 at 5:00 pm

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 119 other followers