Posts Tagged ‘ტელეკომპანია’
ტელეკომპანია “YLE”
ფოტოზე წარმოდგენილი შენობა ჰელსინკში მდებარეობს. აქ განლაგებულია ფინური მედიის სიამაყე, ტელერადიოკორპორაცია “YLE”. მას სხვაგვარად ფინურ BBC–საც კი უწოდებენ. 2007 წლის ევროვიზიის კონკურსის მასპინძელი სწორად ეს ტელეკომპანია გახლდათ. ამასთან კარგად მახსოვს, იმ წელს ევროვიზიაზე ჩვენი წარგზავნილიც მღეროდა და ევროვიზიას ჩვენს არხებზე ჯეროვანი ყურადღება დაეთმო. ჰოდა, შეკითხვა დამებადა თუ შენიშნეს ჩვენმა მედიამუშაკებმა ამ კომპანიის არსებობა და თუ შენიშნეს, ნეტა სწორად წაიკითხეს მისი სახელწოდება?!


